ფრანგული კომპანია მესტიაში ფრენებს იანვრიდან დაიწყებს
ფრენები ცუდ ამინდშიც შესრულდება
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
მესტიის მიმართულებით ფრანგული „ატეერი“ ფრენებს 2012 წლის იანვრიდან დაიწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. დავით ჯაფარიძის თქმით, ფართოვდება ასაფრენ–დასაფრენი ბილიკი და ახალი ავიაკომპანია ფრენებს 50–ადგილიანი თვითმფრინავით დაიწყებს.
ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ახალი თვითმფრინავით შესაძლებელი იქნება ფრენები ცუდ ამინდშიც შესრულდეს, რაც დღეს შეუძლებელია. ამასთან, მისი განმარტებით, უამინდობის პერიოდში ტურისტებს მესტიაში საავტომობილო ტრანსპორტით შეუძლიათ ასვლა. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მტკიცებით, ტურისტულ სეზონს შეფერხება არც უამინდობის პერიოდში ემუქრება.
ცნობისთვის: კანადური ავიაკომპანია, რომელიც თბილისი–მესტიის რეისებს ასრულებდა, საქართველოდან გასვლას წლის ბოლოსთვის აპირებს. ფრანგულმა „ატეერმა“ პირველი საცდელი ფრენა მესტიის მიმართულებით სექტემბრის ბოლოს განახორციელა.
ეკონომიკის მინისტრმა „ფეისბუქზე“ ქუთაისის ახალი აეროპორტის პროექტი გამოაქვეყნა
ცნობილი ხდება, თუ როგორი იქნება ქუთაისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ეკონომიკის მინისტრი „ფეისბუქზე“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექსპლუატაციაში უკვე 2012 წლის სექტემბერში შევა. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.
აეროპორტი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო რეისებს მოემსახურება. ის გათვლილია ტურისტების დიდ რაოდენობაზე. ქუთაისის აეროპორტის ტერმინალს სამი ასაფრენ–დასაფრენი ბილიკი ექნება მაშინ როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ ერთი ბილიკი აქვს.
შეგახსენებთ: ქუთაისის აეროპორტის რეკონსტრუქციის ოფიციალურ დაწყებაზე საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის აეროპორტში არსებული მაღალი ფასები ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ ტარიფების დაწევა თბილისსაც მოუწევს.
ეს სამი ასასფრენ დასაფრენ ბილიკი მოპმწეონა. უეჭველი ჯურნაილისტის შეცდომაააა