იტალიის უმსხვილესი ავია გადამზიდავი -‘ალიტალია’ ზაფხულის სეზონიდან რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს რომიდან თბილისის მიმართულებით, რაც შესაძლებელი გახდა ხანგძილივი და წარმატებული მოლაპრაკებების შედეგად ‘ალიტალიასა’ და ‘ტავ ჯორჯიას’ შორის.
EmailPrintTwitterFacebookMySpaceDelicousStumbleDiggMore Destinations...
ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში
იტალიის უდიდესი და მსოფლიო ს სიდიდით მე-19 ავია კომპანია რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს, ხოლო ბილეთის ღირებულება მომდევნო თვეების განმავლობაში დაზუსტდება.
150 თვითმფრინავის შემადგენლობის ავია პარკით „ალიტალია“ ახორციელებს 28 შიდა და 62 საერთაშორისო რეისს და ოპერირებს მსოფლიო ს 41 ქვეყანაში ( 2011 წლის ნოემბრის მონაცემებით), რომელთა რიცხვს მალე საქართველოც შეემატება.
ავიარეისის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ‘ტავ ჯორჯიას’ გენერალურმა მენეჯერმა ბ-მა მეთე ერქალმა აღნიშნა: „ რომი-თბილისის პირდაპირი რეისი არა მარტო სავაჭრო-კომერციულ კავშირს გაამყარებს ორ ქვეყანას შორის, არამედ ქართველ მგზავრებს შესაძლებლობას გაუზრდის იმოგზაურონ მსოფლიო ს მრავალი ქვეყნის მიმართულებით. ქართულ ავია ბაზარზე ყოველი ახალი ავია კომპანიის შემოსვლა ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რასაც ტავ ჯორჯია ყოველთვის სიხარულით მიესალმება. კეთილი იყოს ‘ალიტალიას’ შემოსვლა საქართველოში! ”
აქამდე, იტალიის მიმართულებით ფრენა მხოლოდ მესამე ქვეყნის აეროპორტი ს გავლით, ტრანზიტულად იყო შესაძლებელი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულ ავია ბაზარზე არა ერთი ავია კომპანა შემოვიდა, როგორიცაა - „ ეარ ასტანა“, „ჩინეთის სამხრეთ ავია ხაზები“, „ურალის ავია ხაზები“, „ტაბანის ავია ხაზები“, „ფლაი დუბაი“, „ეარ კარგო“, 2012 წლის თებერვლიდან „კატარის ავია ხაზები“ იწყებს ოპერირებას და ამ სიას უახლოეს მომავალში „ალიტალია“დაემატება.
ტავ ჯორჯიას შესახებ
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი „ტავ ჯორჯია“ ტავ ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა. „ტავ ჯორჯია“ საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და აეროპორტების მართვის საქმეში უდიდესი გამოცდილების, სწორი მენეჯმენტისა და მსოფლიო ს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტირების წყალობით მალე მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, სტაბილური და დინამიური კომპანიის სახელი საქართველოში. ტავ ჰოლდინგი მსოფლიო ს ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია აეროპორტების ოპერირებაში. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, ასევე მართვას უწევს სტამბულის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიის ორ აეროპორტს და აეროპორტებს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგი იწყებს საუდის არაბეთის მედინას აეროპორტი ს ოპერირებას. ტავ აეროპორტები უზრუნველყს აეროპორტების სხვა ისეთი სფეროების ოპერირებასაც, როგორიცაა უბაჟო ვაჭრობა, კვების ობიექტების მართვა და კომერციული სფეროს ოპერირება რიგის აეროპორტში, ლატვიაში. 2010 წ. ტავ ჰოლდინგი მოემსახურა 420,000 რეისს და დაახლოებით 48 მილიონ მგზავრს.
ალიტალიას შესახებ
იტალიის ყველაზე მსხვილი ავია გადამზიდავი უკვე 65 წელია ემსახურება ავია ციას და მგზავრთა გადაყვანას. კომპანია ასრულებს როგორც სამოქალაქო ასევე სატვირთო რეისებს. 2001 წ. ალიტალია გახდა ავტორიტეტული SkyTeam ალიანსის წევრი, სადაც ერთიანდება მსოფლიო ს ცხრა წამყვანი ავია კომპანია ((Northwest, KLM, Air France, Continental, Delta Air Lines, Korean Air, AeroMexico, CSA Czech Airlines and Aeroflot).
2005 წ. ‘ალიტალია ჯგუფის’ რეორგანიზაციის შედეგად, ‘ალიტალია სერვისმა’ გადაიბარა კომპანიის ბიზნეს მიმართულებები.
150 თვითმფრინავის შემადგენლობის ავია პარკით „ალიტალია“ ახორციელებს 28 შიდა და 62 საერთაშორისო რეისს და ოპერირებს მსოფლიო ს 41 ქვეყანაში ( 2011 წლის ნოემბრის მონაცემებით).
Gილოცავთთთთთთთთთთთ!!!

ესეიგი
ესტონია ეარ
ყარ\ტარის ავიხ.
ალიტალია
ველოდებიიითთთთ