ushuaiaეე ბიჭოო ვებსაიტზე შედიიი და ნახე, მე რავიცი შენ რა მიმართულება გაინტერესებს? თბილისი-დოჰა- დუბაი უფრო ცოტა დაჯდება ვუდრე თბილისი-დოჰა-ბეიჯინგი.
* * *
„პეგასუსი“ და „ლოტი“: ქართულ ბაზარზე შემოსვლა წარმატებული აღმოჩნდა
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
ქართულ ბაზარზე მოქმედი უცხოური ავიაკომპანიები მიმდინარე წელს აჯამებენ. დაბალბიუჯეტიანია ავიაკომპანია „პეგასუსი“, რომელიც საქართველოში გასული წლის ოქტომბერში შემოვიდა, აცხადებს, რომ კომპანიისთვის ეს წელი შემოსავლიანი და პროდუქტიული აღმოჩნდა.
„პეგასუსის“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, პროდუქტიულობა მომხმარებელთა რაოდენობაში, მათ კმაყოფილებასა და ერთგულებაში გამოიხატება. ლევან ელიზბარაშვილის თქმითვე, ზამთრის სეზონზე მომხმარებელს აქციებს სთავაზობენ, რაც ავიაბილეთებზე 10–ევროიან ფასდაკლებებს გულისხმობს. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ „პეგასუსი“ ქუთაისის აეროპორტითაც დაინტერესებულია და არ არის გამორიცხული ავიაკომპანიამ იქ ერთი ავიარესისი დაამატოს.
პოლონური ავიაკომპანია „ლოტის“ ქართულ წარმომადგენლობაშიც აცხადებენ, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლა წარმატებული აღმოჩნდა. მათი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ლოტმა 25 ათასი მგზავრი გადაიყვანა, ხოლო მომხმარებელი დაბალი ფასებით და კარგი მომსახურებით მიიზიდა. „ლოტი“ 2012 წელს მგზავრთნაკადის ზრდას ვარაუდობს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მომავალ წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთერთი მასპინძელი პოლონეთია, ამიტომ გაზაფხულიდან ავიაკომპანია 4–ის ნაცვლად რეისების რაოდენობას 5–მდე გაზრდის. ამჟამად კომპანიას ზამთრის სეზონთან დაკავშირებით 20%–იანი ფასდაკლება აქვს.
ნუ აღიარეთ რომ მაგარი ვარ რააა.

ჯერ როდის ვიწინასწარმეტველე რომ პეგასუსი დაიწყებსს თქოოო ქუთაისშიიი?