zabzuhttp://www.dezeen.com/2011/11/23/kutaisi-a...rt-by-unstudio/ * * *
„ღია ცის“ პოლიტიკამ ავიაბაზარზე ფასები ვერ შეამცირა
ავტორი ნინო ნატროშვილი, ნეტგაზეთი
23/02/2012 13:52 (02:56 minutes ago)
საქართველოში ხუთი სამოქალაქო აეროპორტი დან მხოლოდ სამი ფუნქციონირებს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს საერთაშორისო სტატუსი აქვთ.
EmailPrintTwitterFacebookMySpaceDelicousStumbleDiggMore Destinations...
ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში
ორივეს თურქული კომპანია შპს TAV Urban Georgia მართავს.
მესტიის აეროპორტი 2010 წელს გაიხსნა და შიდა რეისებს კანადური კომპანია Kenn Borek Air-ი ახორციელებს. გასულ წელს მესტიის აეროპორტში 222 რეისით 4 638-მა მგზავრმა ისარგებლა.
ბათუმის აეროპორტში ავია რეისებს Turkish Airlaines, Borajet Airlines, Georgian Airways და Belavia ასრულებენ. 2011 წლის მონაცემებით, ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 133 306 შეადგინა და 1 446 რეისი შესრულდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა და 1 057 046 შეადგინა. შესრულებული რეისების რაოდენობა 9 081-ს გაუტოლდა.
ხელისუფლება აქტიურად საუბრობს ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტი სა და ფოთის აეროპორტი ს რეაბილიტაციაზე, რადგან „ღია ცის“ პოლიტიკის გამოცხადების შემდეგ იმედოვნებენ, რომ საქართველოში ავია ბაზრის მოცულობა გაიზრდება.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, კოპიტნარის აეროპორტი ს სამეთვალყურეო კოშკურა ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UNSTUDIO-ს მიერაა დაპროექტებული. ამ ეტაპზე კოპიტნარის აეროპორტში მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება ფოთის აეროპორტს, მისი რეაბილიტაცია შპს Rakia Georgia-მ უნდა განახორციელოს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Rakia Georgia რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს.
საქართველოში აეროპორტების ბუმის ფონზე, ბაზარზე ავია კომპანიების რაოდენობა შემცირდა. ავია კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარზე ცვლილებები ფრენაზე დაბალმა მოთხოვნამ განაპირობა.
თბილისის აეროპორტი დან დღეს რეგულარულ სამგზავრო რეისებს 15 კომპანია ახორციელებს, აქედან 14 უცხოურია და მხოლოდ ერთი - „საქართველოს ავია ხაზები“ (ყოფილი „ აირზენა “) არის ქართული.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტ ავია რეისს „თურქიშ ეარლაინსი“, „ჩეხეთის ავია ხაზები“, გერმანული „ლუფტჰანზა“ და „ბრიტიშ მიდლენდსი“ ასრულებს. ავია კომპანიების წარმომადგენლები ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს არსებულ კონკურენციას უკავშირებენ. არსებობს მოსაზრება, რომ მგზავრთა ნაკადი დაბალია და კომპანიების ბაზრიდან წასვლა გარკვეულწილად ამანაც განაპირობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიები გამოჩდნენ, ავია კომპანიების მომსახურების ფასები მაინც არ შეიცვალა. საქართველოში მაღალფასიან სეგმენტზე გერმანული "ლუფტჰანზა" მუშაობს - ბილეთის ფასი ევროპის მიმართულებით 350-ევროდან 1170 ევრომდე მერყეობს. მაღალ საფასო სეგმენტში მუშაობს "ბრიტიშ მიდლენდიც", ლონდონში ორმხრივი ბილეთის ფასი 520 ევროდან 1700 ევრომდეა.
“საქართველოს ავია ხაზებს“ ევროპის მიმართულებაზე მინიმალური ფასი 229 ევრო აქვს და 430 ევრომდე აღწევს. "თურქიშ ეარლაინსის" თბილისი-სტამბულის რეისზე ბილეთი 195-დან 550 ევრომდე ღირს. 310-დან 930 ევრომდე ჯდება თბილისი-სტამბული-ლონდონის მიმართულება.
ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი კომპანია "პეგასუსს" აქვს. თბილისი-სტამბული - 79 ევრო, თბილისი-ანტალია - 99 ევრო ღირს. ავია კომპანია “პეგასუსის” წარმომადგენელი საქართველოში - ხატია ხითარიშვილი ამბობს, რომ „ბაზარზე არსებული ფასებიდან გამომდინარე, კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენ გვაქვს ტრანზიტული რეისები და ამ შემთხვევაში ფასები გაცილებით დაბალია“.
ხითარიშვილი ბაზარზე ავია კომპანიების შემცირებას არსებულ კონკურენციას უკავშირებს: „კომპანიები მგზავრებს ვერ სთავაზობენ კონკურენტულ ფასებს და სერვისს, ამიტომ ისინი სხვა ავია კომპანიებს ირჩევენ. „პეგასუსს“ არ აქვს ბიზნესკლასი, ჩვენ ყველა კონტინგენტს ვემსახურებით, რადგან მათთვის არსებული ფასები მისაღებია."
კომპანია „ეარ ბალტიკას“ წარმომადგენელი თემურ ბუზალაძე ამბობს, რომ საქართველოს ავია ბაზარზე თავისუფალი ფასებია:
„ავიაბაზარზე წარმოდგენილი ფასები არის არარეგულირებადი. ავია კომპანია თავის რეისს რა ფასსაც უნდა, იმას დაადებს. ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასით დაფრინავს „პეგასუსი“ და „უკრაინის ავია ხაზები“. ქართულმა ავია კომპანიებმა ბაზარზე კონკურენციას ვერ გაუძლეს, რადგან მათი ფასი და სერვისი ურთიერთგამომრიცხავი იყო“.
კომპანია „ფლაი დუბაის“ ავტორიზებული დისტრიბუტორი დუბაი.ჯის დირექტორი მარინა ჩირინაშვილი, ამბობს, რომ „ფლაი დუბაისთვის“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ ფრენების განხორციელება 2011 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყო:
„საქართველოს ბაზარს შევაფასებდით დადებითად. დუბაის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი გაორმაგდა. „ფლაი დუბაი“ აპირებს რეისის დამატებას. მგზავრებს უახლესი ბოინგ 737-ით ვემსახურებით. ავია რეისების ფასი დუბაის მიმართულებაზე 270 დოლარიდან იწყება“.
„ფლაი დუბაის“ კონკურენტი დუბაის მიმართულებაზე „საქართველოს ავია ხაზებია“, რომელიც დუბაიში კვირაში ორჯერ დაფრინავს.
ბილეთების გაიაფებას არ აპირებს ყველაზე ძვირადღირებული "ლუფტჰანზა". ის დაბალბიუჯეტიან ავია კომპანიებს კონკურენტებად არ მიიჩნევს. მსხვილი ევროპული ავია კომპანიის გაყიდვაში ბიზნესკლასს 20%-მდე უკავია და შემოსავლის 40% მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი ძვირი ღირს, ცოტა იყიდება, სამაგიეროდ მოგების მარჟა მაღალია.
ტრანსპორტის ერთიან ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ დაბალი მგზავრთნაკადის და მაღალი ფასების პირობებში, "ღია ცის" პოლიტიკა შედეგს გამოიღებს და ავია ბაზარზე ბილეთის ფასი შეიცვლება.
საქართველომ 2010 წელს ევროპის 27 ქვეყანასთან გააფორმა ხელშეკრულება "ღია ცის პოლიტიკის" ფარგლებში ერთიანი საჰარეო სივრცის შესახებ, რითაც საქართველო ერთიანი ევროპული საჰარეო სივრცის სრულფასოვანი ნაწილი გახდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, უცხოურ ავია კომპანიებს დაუბრკოლებლად Sეუძლიათ საქართველოს ავია ბაზარზე შემოსვლა და ფრენების განხორციელება.
netgazeti.ge
ძალაი ნაკარგი სტატიააა
აირზენაზე რამე ხომ არ გაიგეთ? მარეთლა ამატებს ტაბრიზს?