gio-giorgi
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3480
წევრი No.: 120780
რეგისტრ.: 9-September 10
|
#30050482 · 5 Mar 2012, 17:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ushuaia უკვეე? აკი 5 მაისსო? * * * სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია "აირზენა" თანამშრომლებს უხელფასო შვებულებებში უშვებს. თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვება სააგენტოს „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ დაბალ შემოსავლიან პერიოდში თანამშრომლებს დროებით უხელფასო შვებულებაში უშვებენ.
როგორც ვიუწყებოდით, „აირზენამ“ დაბალი მოთხოვნის გამო მაისამდე სრულად გააუქმა პარიზი–ფრანკფურტის მიმართულებები, ხოლო ამსტერდამის რეისები კვირაში 3–დან 1–მდე შეამცირა. მათივე ცნობით, მენეჯმენტი აპრილში გადახედავს ამ გადაწყვეტილებას და არ გამორიცხავს, რომ ევროპის მიმართულებაზე საერთოდ უარი თქვას.
ცნობისთვის: “აირზენას” პრობლემებზე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას გახდა ცნობილი. „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ხელისუფლებას ქართულ ავია-ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის თემაზე დაფიქრება ურჩიეს და განაცხადეს, რომ უცხოური კომპანიები ქართულებზე უპირატეს მდგომარეობაში არიან.
ან ჩვენ რაღას გვანერვიუ;ებს ან თვითონვე რაღას ცოდვილობს? ჯობია მალევის ბედი გაიზიაროს და ასპარზეი ფლაი ჯორჯიას დაუთმოს. თუ არ გარისკე და ფული არ ჩადე ხარისხის გაუმჯობესებაში სხვები გადაგიჯოკრიან და ჩაფლავდები. აირზენას კი ფულის ჩადება არ უნდოდოა და ეხლა რასაც ეძებდა ის მიიღო.!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ყელში ამომივიდა!!!!!!!!!!!!!!!! * * * ავიაკომპანია " აირზენა " თანამშრომლებს უხელფასო შვებულებებში უშვებს.
EmailPrint TwitterFacebookMySpaceDelicousStumbleDigg More Destinations... ADVERTISEMENT წაიკითხე სმარტფონში
როგორც "პირWელს" სანდო წყარომ აცნობა, აღნიშნული კომპანიის თანამშრომლებს უკვე შეეხო. მისივე თქმით, " აირზენა ში" თითქმის ყველა მიმართულებით გარკვეული "გაუგებრობაა" შექმნილი.
თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვების ფაქტი "პირWელს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმაც დაუდასტურა და აღნიშნა, რომ "დაბალ შემოსავლიან პერიოდში ავია კომპანია თანამშრომლებს დროებით უხელფასო შვებულებაში უშვებს", თუმცა რამდენი თანამშრომელი მოხვდა ამ რიცხვში, გიორგობიანს ზუსტი ციფრი არ აქვს.
ამასთან, გიორგობიანმა "პირWელს" პრეზიდენტ სააკაშვილი ს მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენის შემდეგ გამართული დებატებისას, ქდმ-ის წევრ ნიკა ლალიაშვილის ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თქმით, " აირზენა ყველა რეისს ხურავს", მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ კომპანიას მცირე ფინანსური პრობლემები აქვს.
"იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთვები არ არის, თბილისი-პარიზის რეისი მაისამდე შევაჩერეთ, ამსტერდამის რეისი კი კვირში ერთხელ სრულდება. ზოგადად, რეისების შეჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. სწორედ ამ დატვირთვების კლების გამო, კომპანიას ამ ეტაპზე მცირე ფინანსური პრობლემები აქვს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
აღსანიშნავია, რომ " აირზენა " პირველი არაა, რომელსაც ავია ბაზარზე ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე თვეა, კრიმინალური პოლიციის შეფის ერეკლე კოდუას ძმის გიორგი კოდუას ავია კომაპნია "სქაი ჯორჯია" იმყოფება, რომელსაც მთავრობამ გასული წლის 1 ნოემბრიდან ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო გადაზიდვების განხორციელება აუკრძალა და მიზეზად ხომალდების სიძველე და ევროკავშირის რეკომენდაცია დაასახელა.
თავის მხრივ კი, კოდუა ამტკიცებს და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის და ტრანსპორტის კომისიის ხელმძღვანელის სიმ კალასის კაბინეტის უფროსის ჰენრიკ ჰოლოლეის მიერ მისთვის გამოგზავნილი ოფიციალური წერილით ადასტურებს, რომ "ეს გადაწყვეტილება საქართველოს შიდა კომპეტენციის ქვეშ ექცევა".
ამასთან, კოდუას ეჭვი აქვს, რომ ავია კომპანია "სქაი ჯორჯიასთვის" ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო გადაზიდვების აკრძალვა სახელმწიფო ავია კომპანიის შესაძლო შექმნას უკავშირდება.
როგორც "პირWელს" კოდუამ განუცხადა, "სახელმწიფო ავია კომპანიის შექმნის იდეა საქაერონავიგაციის ხელმძღვანელ გიორგი კარბელაშვილს დიდი ხანია, "აწუხებს".
" აირზენა სთან" დაკავშირებულ საკითხზე "პირWელი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასაც ესაუბრა, რომლის მტკიცებით, მთავრობისთვის პრიორიტეტი ადგილობრივი ავია -კომპანიებისთვის ხელშეწყობაა.
"ქრისტიან-დემოკრატების" მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ადგილობრივ ავია კომპანიებს ხელს არ ვუწყობთ, მაგრამ პირიქითაა. მაგალითად, ჩვენ " აირზენა ს" შევთავაზეთ, რომ ადგილობრივი რეისები განეხორციელებინა, მათ შორის მესტიაშიც, თუმცა მათი მხრიდან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია, ამიტომ იძულებული ვართ, ფრენის საშუალება უცხოურ კომპანიებს მივცეთ, მაგრამ ჩვენს ინტერესებში პირველ რიგში, ადგილობრივი ავია კომპანიების მხარდაჭერა შედის", - განაცხადა ქობალიამ და დასძინა, რომ მესტიაში ფრენა სახელწმიფოსთვის იქნებოდა დოტაციური და არა - ავია კომპანიისთვის.
ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ შეთავაზებას " აირზენა ს" მენეჯმენტში კატეგორიულად უარყოფენ.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ქდმ-ის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილი ს ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ " აირზენა ყველა რეისს ხურავს" და ამაში ხელისუფლება დაადანაშაულა.
"ავიაკომპანია " აირზენა " უკვე ყველა რეისს ხურავს. დაიხურა ამსტერდამის, პარიზის რეისები. საქართველო ამით ათასობით სამუშაო ადგილს, მილიონობით ლარს ბიუჯეტში და კიდევ ბევრ კარგ სპეციალისტს კარგავს. ქვეყანა ასევე კარგავს ყველაზე საიმედო გადამზიდავს. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა ყველა ავია კომპანიამ რეისები მყისიერად შეაჩერა, " აირზენა " იყო ერთადერთი, რომელიც სამი დღის განმავლობაში ფრენებს ახორციელებდა" - განაცხადა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, უცხოური ავია კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნიდან ყოველწიურად მილიონობით დოლარი გაედინება, რატომ არ იბეგრება.
"თუ ეროვნული ავია კომპანიები არ გვინდა, მაშინ რატომ ვაშენებთ მესტიის, ზუგდიდის, ფოთის აეროპორტებს?! ვინ იფრენს იქ - ყატარის ავია ხაზები?!", - რიტორიკული შეკითხვით მიმართა ლალიაშვილმა პრეზიდენტს, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იდეა ხუმრობით მოუწონა კიდეც.
|