კომპანია Aeroports de Paris (ADP)-მა, საფრანგეთის აეროპორტების ოპერატორმა, მიაღწია შეთანხმებას TAV Havalimanlari Holding A.S-ის 38%-ი აქციების შეძენაზე, რომელიც აეროკვანძების მმართველს წარმოადგენს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. როგორც ნათქვამია Aeroports de Paris-ის ოფიციალურ განცხადებაში, გარიგების ოდენობა 874 მილიონ დოლარს (667 მილიონ ევროს) შეადგენს.
TAV Havalimanlari-ის აქციების გამყიდველებად გვევლინება ძირითადი აქციონერი-ფირმები: Akfen Holding AS, Tepe Holding AS და Sera Yapi Endustrisi & Ticaret AS. გარდა ამისა Aeroports de Paris-ი შეიძენს TAV Yatirim Holding-ის აქციების 49 პროცენტს, რომელიც წარმოადგენს TAV Havalimanlari Holding A.S-ის სამშენებლო ქვედანაყოფს.
როგორც სააგენტო ”ფრანს-პრესი” აღნიშნავს გარიგების შედეგად ორივე ჯგუფის პირდაპირი და ირიბი კონტროლის ქვეშ მოექცევა 37 აეროკვანძი მთელ მსოფლიოში, წელიწადში 180 მილიონიანი მგზავრთა ნაკადით. შედარებისთვის, რუსეთის უმსხვილესი აეროპორტის „დომოდედოვოს“ მგზავრთა ბრუნვამ 2011 წელს შეადგინა 25,7 მილიონი მგზავრი.
TAV-ი მართავს აეროპორტებს არა მარტო თურქეთსა და საქართველოში, აგრეთვე ლატვიაში, მაკედონიაში, საუდის არაბეთსა და ტუნისში. ADP-ს გარიგება TAV-თან წარმოადგენს კომპანიის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია აეროპორტებში ინვესტირებით. ფრანგების ინტერესს წარმოადგენს ისეთი აეროპორტები, რომელთა მგზავრთა ბრუნვა აღემატება წელიწადში 10 მილიონ მგზავრს, პირველ რიგში ასეთი აეროპორტებია განვითარებად ქვეყნებში - ბრაზილიაში, ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში
"ჩეხეთის ავიახაზები" ქართულ ბაზარს ტოვებს
„გადაწყვეტილება ძირითადად ეკონომიკურ მონაცემებს ეფუძნება“
The Financial-ის ინფორმაცია
"ჩეხეთის ავია ხაზებმა" 2012 წლის 1 ივნისიდან საქართველოს მიმართულებით ყველა ავიარეისი გააუქმა. კომპანია საქართველოში გენერალურ აგენტთან „ბერიკასთან“ კონტრაქტის შეწყვეტას ამ ზაფხულში აპირებს. "ჩეხეთის ავიახაზები" სხვადასხვა ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რაშიც ქსელის სტრუქტურის ცვლილებებიც შედის,“ - აცხადებს "ჩეხეთის ავია ხაზების" კომუნიკაციების დირექტორი ჰანა ჰეისკოვა The FINANCIAL – თან საუბარში.
* * *
ფლაი ჯორჯიააა!
http://fly-georgia.com/