Kublichaმოდი სხვაგან გიპასუხებ

25 ავიახაზი
---
„ტავ ჯორჯიასთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ააშენებს აეროპორტის ახალ ბილიკს
ეკონომიკის სამინისტრო ავიაბილეთების გაიაფებას პროგნოზირებს
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ მთავრობასთან მოლაპარაკების მზად ყოფნას გამოთქვამს. კომპანიის ადმინისტრაციის მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აეროპორტისთვის მთავარი ახალი ასაფრენ–დასაფრენი ბილიკის მშენებლობაა და ამას ვინ გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს.
,,მთავარია ტავ ჯორჯიას ახალი F კატეგორიის ასაფრენ–დასაფრენი ზოლი ჰქონდეს და ამას ვინ გააკეთებს, ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს,“ – აცხადებს ზაქარაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით კი ამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც მოგებული დარჩება და გარკვეულწილად ტარიფების რეგულირებაც მოხდება, რაც ხელს შეუწყობს ღამის ავიაბილეთების ფასების დაწევას. ამასთან, მიქელაძის განცხადებით, სამომავლოდ აეროპორტი ჰაბად გადაიქცევა.
შეგახსენებთ: დეკემბრის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობას სახელმწიფო თავად დააფინანსებს, „ტავ ჯორჯიასთან“ კი მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
კვირკაშვილის განცხადებით, ძირითადი ვერსიით, ასაფრენი ზოლის მშენებლობას მოზიდული რესურსებით, „ტავ ჯორჯია“ თავად გეგმავდა და ამის სანაცვლოდ 10 წელზე მეტი ხნით უგრძელდებოდა აეროპორტის ექსპლუატაციის ვადა.
,,დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ ასაფრენი ზოლის მშენებლობის საკითხი გადავწყვიტოთ „ტავთან“ ერთად, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ასაფრენი ზოლის მშენებლობა, სახელმწიფო თვითონ დააფინანსებს ასაფრენი ზოლის მშენებლობას და აღარ მოხდება 10 წლით კიდევ „ტავისთვის“ გაგრძელება,“ – აცხადებდა კვირკაშვილი.
მისი თქმით, მთავრობა ამ თემაზე „ტავის“ გადაწყვეტილებას ელოდება.
შეგახსენებთ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია "ტავ ჯორჯია" ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის 65 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია "ტავ ჯორჯიას" თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ასაფრენ დასაფრენი ზოლის მშენებლობა სახელმწიფო განახორციელებს, რის შემდეგაც ავიაბილეთების ფასები შემცირდება, რადგან აქამდე მაღალ ფასებს მოსაკრებლის მოცულობა განაპირობებდა.
--
პ.ს. ისე ნუ ნერვიულობთ ამ ბილიკზე ასე ძაან მენდეთ აშენდება)
This post has been edited by Daniel on 9 Jan 2013, 01:40