ესეიგი რამდენიმე დღის წინ ვსტუმრობდი სტამბულს თუმცა ჩავფრინდი გოკჩენის აეროპორტში(გარკვეული მიზეზების გამო), თუმცა სპეციალურად წავედი ათათურქის აეროპორტში. ფოტოკალაჟს დავდებ, იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ:
ნუ დავიწყოთ იმით რაც ისედაც ვიცოდი, თუმცა შენი თვალით ნანახი მაინც ყველაფერს ჯობს, რეისების უზადოდ დიდი რაოდენობა, და რაც მთავარია ამ რეისების უმეტეს ნაწილს ადგილობრივი კომპანია(ყველასთვის კარგად ნაცნობი turkish airlines) ასრულებს:


აეროპორტიდან სასტუმროში(ან სადაც მიდიხართ) მიყვანის სერვისი აქვთ, air taxi-ზე ძალიან ვიხალისე

ზოგადად აეროპორტი დიდი კომპლექსია, მის მასშტაბებზე სურათები უკეთ მეტყველებენ:







ეს თვითონ სასტუმრო რომელსაც აეროპორტი გთავაზობს, თუ ტრანსფერი გაქვს ათათურქის აეროპორტის გავლით და ლოდინი დიდი ხანი გიწევს საკმაოდ კარგი შეთავაზებაა ალბათ, თუმცა სამწუხაროდ ვერ გავერკვიე ზუსტად ერთ რამეში, სასტუმრო გარეთ მდებარეობს, და ვინც სტამბოლის გავლით მიფრინავს სადმე და აეროპორტიდან გასვლის უფლება არ აქვს ვიზის არ ქონის გამო როგორ იყენებენ ამ სერვისს:

შემდეგ აეროპორტს მოვუარე მეორე მხრიდან, 2-3 საათი დამჭირდა ფეხით, უზარმაზარი ტერიტორია უკავიათ, ავტომატით შეიარაღებულ დაცვასთანაც შემექმნა პრობლემა და ციფრულ ფოტოაპარატს მართმევდნენ და დიდი ომის შემდეგ შევინარჩუნე, თუმცა ეს სურათები ნამდვილად ღირდა ამად:





შემდეგ ვესტუმრე ასევე ათათურქის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ავიაციის მუზეუმს, ძალიან საინტერესო და ინფორმაციის სავსე ვიზიტი გამოდგა:

ასე გამოიყურებოდა კაბინა:
* * *

















* * *
აქ ქონდათ მაკეტები განლაგებული გიგანტი კომპანიებისა, რომლებიც ასრულებდნენ(ასრულებენ) ხოლმე რეისებს ათათურქის აეროპორტიდან, თუმცა ყველა კომპანიის თვითმფრინავის მაკეტი სამწუხაროდ არ ჰქონდათ:










f4-ის ძრავი:

ეს კი ბომბები, რომლებსაც იყენებდნენ(ან არ იყენებდნენ არ ვიცი

) საომარი მოქმედებებისას:

ეს კი როგორი იყო ათათურქის აეროპორტი ადრე, სანამ ასე განვითარდებოდა და დაიტვირთებოდა:

ყველას ვინც სტამბოლში მოხვდებით, გირჩევთ ეწვიოთ ავიაციის მუზეუმს, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.
* * *
აქვე გოკჩენის აეროპორტზე შემოგთავაზებთ პატარა კოლაჟს:
ასე გამოიყურება საბიჰა გოკჩენის(ცნობილი პილოტის) აეროპორტი გარედან:


ესეც შიგნიდან, უზარმაზარი რიგი რეგისტრაციისას და მოუწესრიგებლობა

(



ეს უკვე რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩასხდომის ოთახიდან გადაღებული რამდენიმე სურათი:




ეს კი მილის სურათები, რომლითაც მოსაცდელი ოთახიდან ბორტზე გადავდივართ:



ეს კი უკვე თვითონ პეგასუსის ავიალაინერის სურათები:



იმედია თავი არ მოგაბეზრეთ და ისიამოვნეთ

)
This post has been edited by webdesigner93 on 3 Mar 2013, 22:05