როგორც იქნა ვნახე ვიდეო. ჯერ არ გამიხსნა ოპერაში, მერე ინტერნეტ ექსპლორელით გავხსენი.
მაქვს რამოდენიმე კითხვა:
1) თუკი აგვისტოში იწყება ფრენები, ბილეთების გაყიდვის ჯერი ჯერ არ დამდგარა? საიტის ამოქმედება ჯერ ადრეა?
2) ვშიშობ, რომ ფორმა არ დაემსგავსოს ავსტრიის ავიახაზების ფორმას. ასევე, ქუდი არ მომწონს, რომლებიც გოგონებს უნდა ეხუროთ.
არ ვიცი, რატომ კეთდება ამხელა აქცენტი კანადაზე და ნიუ იორკზე. 7 წელი კანადაში ცხოვრობს, 5 წელი ნიუ იორკში ცხოვრობს, "ნიუ იორკში ნაწავლი კულინარი" და ასე შემდეგ. ეს სულაც არ არის კავშირში იმასთან, თუ რა ტანისამოსი შეიკერება და საჭმელს დაამზადებს მზარეული
გლობალიზაციის პერიოდში, როდესაც ინფორმაციის გაცვლა წამებში ხდება, კანადაში ფიზიკურად ცხოვრება სულაც არ არის საჭირო, რომ მოდის სიახლეებს გაეცნოს დიზაინერი, ანდა კულინარს სულაც არ სჭირდება ნიუ იორკში ცხოვრება იმისათვის რომ კარგი კულინარი იყოს.
უბრალოდ, ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელია 500-ჯერ გაჟღერება ამ ფაქტორის ვიდეოში; თორემ, სულაც არ მიშლის ეს ფაქტორი მე, გინდა კანადელი იყოს დიზაინერი და გინდა ნიუ იორკელი.
პირდაპირ რომ ეთქვათ, ტანსაცმელს გიორგი კერავს და საჭმელს თეკუნა, ალბათ ჯობდა.
საკვებზე როცა მიდის საუბარი, ვიტყვით რომ სპეციალური მენიუ მხოლოდ ბიზნეს კლასისთვის არის გათვლილი; ანუ, ბიზნეს კლასის ადგილი, როგორც წესი ძალიან ცოტა არის ხოლმე ბორტზე. როგორც წესი, საქართველოს ბაზარი იაფ მგზავრობას (ეკონომ კლასი) არჩევს ხოლმე და რატომ არ იყო შესაძლებელი ეკონომ კლასის მგზავრებს ქონდეთ საშუალება განსაკუთრებული საკვები დააგემოვნონ? რატომ იწყებენ თავიდანვე მუხრუჭით? პირიქით, უნდა მაქსიმალურად გაშალონ ფრთები და დააინტერესონ მომხმარებლები.
ანუ, ბილეთის ფასი, როგორც ჩანს არ იქნება დაბალი, და მე როგორც ეკონომ კლასის მგზავრმა, რატომ უნდა გადავიხადო უფრო მეტი მომსახურებაში, რომელიც არ ჯობია სხვა ავიაკომპანიის მომსახურებას?
შემდეგი საკითხი: საერთაშორიო ექსპერტი აცხადებს, რომ " მსხვილი ავიაკომპანიები მომხმარებელს მაღალ სერვისს არ სთავაზობენ" - მცდარი! დასკვნა. მე მიფრენია თურქეთის ავიახაზებით, ლუფტჰანზათი, როგორც ბიზნეს ასევე ეკონომ კლასები. საიდან მოიტანა ამ ექსპერტმა რომ ეს ავიაკომპანიები მომხმარებელს არ სთავაზობენ მაღალ სერვისს? ლუფტჰანზას პერსონალის 1 გაღიმება უდრის, ზოგიერთI ავიაკომპანიის მთელს ფრენას.
შემდეგი განცხადება "ფლაი ჯორჯიამ, მცირე დისტანციებზეც კი ექსკლუზიური სერვისი უნდა მიყიდოს მომხმარებელს". არ ვიცი, ახალი ველოსიპედის გამოგონებას აპირებენ? ექსკლუზიური სერვიცი, როგორც წესი ძვირი ღირს, თუკი ეკონომ კლასის მგზავრებისთვის "ჯერ-ჯერობით" არ გეგმავენ განსაკუთრებული საკვების შEთავაზებას, ერთი გამაგებინეთ, რას ნიშნავს "ექსკლუზიური სერვისი"? და რა ფასი უნდა ქონდეს ბილეთს ამ სერვისისთვის?
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. ექსკლუზიური სერვისიო და საჭმელი სტანდარტული.
ამ ექსპერტმა, ხოლოდ ზოგადი განცხადებები გააკეთა და არავითარი გასაკუთრებული არ უთქვია. ფაქტიურად, წიგნიდან ამოკითხული განცხადებები გააკეთა.
მან განაცხადა, რომ "დღეს საქართველოს ბაზარზე, ძირითადად მოძველებული თვითმფრინავები დაფრინავენ, რაც მაღალი კლასის სერვისის შექმნას ხელს უშლის ", შემდეგ აგრძელებს "ამ მხრივ ვითარებას პირველად ფლაი ჯორჯია შეცვლის, რომელსაც უახლოესი ეარბასების ჩამოყვანა სურს"
მაკვირვებს ამ "ექსპერტის" განცხადება. რა მოძველებული თვითმფრინავი, რა ხელის შეშლა. ფაქტია, რომ საქართველოში სტანდარტული თვითმფრინავები დაფრინავენ, რომელსაც მე მოძველებულს ვერ დავარქმევ. მაგალითად, თურქეთის ავიახაზების რეისი თბილისი - სტამბული არის სულ რაღაც 1 საათი და 55 წუთი, ამ რეისზე მე არ ველოდები ეარბას 330 ტიპის მოსახურებას, სადაც ყველა სკამს ინდივიდუალური გასართობი სისტემა აქვს და სკამები დიდია და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ დაფრინავენ ულტრა თანამედროვე თვითმფრინავები, ამ თვითმფრინავებს, მოძველებულს მე ვერ დავარქმევ და გადაჭარბებულად მეჩვენება ამ ექსპერტის შეფასება.
მეორეც საკითხი, რა თვითმფრინავების შემოყვანას გეგმავს ფლაი ჯორჯია? ეარბას 380-ის? კი ბატონო, მივესალმები
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
პი.ეს.
დიზაინერი იძახის ვიდეოში: "პერიკანტოვკა აკლია აქაც" : )))) Made in Canada