paranoidis_dzmaაქ გახლავართ!!!
სანამ ფოტოების დადევბას დავიწყებ მინდა გაგარკვიოთ ყველა წვრილმანში.
მოდელი: ეარბას ა319-111 რეგისტრაციით 4ლ-ფგა, 12 ბიზნეს კლასის სავარძელი და 102 ეკონომი, ვინც ბევრს დაფრინავთ ალბათ შეამჩნევთ, რომ 319-ისთვის 114 ადგილი ცოტაა, რაც იმას ნიშნავს რომ სავარძლებს შორის დიდი ადგილია და ძალიან კომფორტულია ეკონომ კლასის მგზავრებისთვისაც.
სანამ გავფრინდებოდით ტერმინალში ძალიან ბევრი თანამშრომელი გავიცანი და მინდა ავღნიშნო რომ ძალიან კარგი ხალხია და მეგობრულად მიგვიღეს. ბორტზე სულ თუ არ ვცდები 7 ბორტგამყოლი იყო ორი კაცი (ბერძნები და ერთ-ერთი მათგანი Head of Cabin Crew ) მაგრამ რაც მთავარია 5-ვე გოგო ქართველი იყო და ნამდვილად ძალიან ლამაზები იყვნენ. ეს განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, ზოგს ფორმა არ მოსწონდა, ზოგს ქუდები, მაგრამ ძალიან კარგად მოიხდინეს და ფანტასტიურად გამოიყურებოდნენ, ყველა იღიმოდა და ძალიან კარგ განწყობას ქმნიდნენ ბორტზე.
ძალიან დიდ პატივს ვცემ მაჰათმას და ვეეთანხმებოდი, იმაში რომ რეკლამებს არ ჩქარობდნენ და არც საიტი იყო გახსნილი, მაგრამ რაც გინდათ თქვით და მტელი თვითმფრინავი სავსე იყო ბათუმის რეისზე თავს ვდებ რომ მინიმუმ 105 მგზავრი იყო 114 დან, უკანა ფრენაზე ალბათ ცოტა ნაკლები, მაგრამ არ გეგონოთ სულ თანამშრომლები იყვნენ სულ მაქსიმუმ 10 კაცი იქნებოდა ფლაიჯორჯიას წევრი.
პილოტებს რაც შეეხება, ჩვენი კაპიტანი იყო ალი, გვარი ვერ დავიმახსოვრე სამწუხაროდ, ძალიან გამოცდილი პილოტი 42 წლისაა და 16 000 საათი აქვს თურმე ნაფრენი, მეორე პილოტის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, მას 6 000 საათი აქვს ნაფრენი და ორივე ირანელია, მაგრამ 4-5 წელიწადში მთელი crew ქართველებით იქნება სავსე. ხელფასებს რაც შეეხება სტანდარტულზე მაღალი აქვთ, მაგრამ არ დავაკონკრეტებ

. თბილისშიც და ბათუმშიც ძალიან მაგრად დასვა კაპიტანმა და, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
პირადად ჩემთვის სიურპრიზი იყო ის, რომ 2013 წლის თებერვალში ფლაიჯორჯიას 3 ეარბას319 ეყოლება ალანდელის ჩათვლით, შეიძლება ასეთივე ახალ არა, მაგრამ იმ დროისთვის 5წელზე მეტის არ იქნება და რაც ყველაზე მთავარია ყველას ინდივიდუალური ეკრანი ექნება, ალბათ ხვდებით რა დონის ავიაკომპანია ეყოლება მალე საქართველოს. და დამერწმუნეთ არაფერს ჩემით არ ვამატებ. აგვისტოს ბოლომდე წესით ამსტერდამის რეისს დაამატებენ, მინსკს, კიევს მეტი სამწუხაროდ არ მახსოვს და ზედმეტად არ დავწერ რო არ შემეშალოს.
რაც შეეხება სურათებს ბლომად გადავიგე და რაც არ დამეზარება დავდებ ახლა და დანარჩენებს ხვალ დავამატებ, სხვათაშორის კაპიტანთანაც გადავიღე სურათი და დღეს თბილისში რომ დავჯექით კაბინაშიც შეგვიშვეს, მაგრამ უსაფრთხოების გამო პილოტების სკამზე სურათი ვერ გადავიღეთ, უბრალოდ პანელი გადავიღეთ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლებს იმისათვის რომ სრულიად უფასოდ მამგზავრეს, რაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის.
მოკლედ ვისაც ჯერ არ გიფრენიათ შეიძლება ბოლომდე ყველაფერი არ დაიჯეროთ, მაგრამ იმდეი მაქვს იფრენთ და თქვენით ნახავთ.
რაც შეეხება ფრენის სხვა დეტალებს, 28000 ფუტზე ვიმგავრეთ თბილისიდან ბათუმში ხოლო დღეს 25000-ზე. ბათუმში მცირე შტორმი და ელვა იყო, არც ტურბოლენტობამ დაგვაკლო და ძალიან სერიოზულად გვაჯანჯგარა, ვიდეოსაც დავდებ ამ დღეებში და ნახავთ როგორ იქნევს ფრთას.
ახლა შევეხოთ ფლაიჯორჯიას Livery-ს<--- არ ვიცი ქართულად რა ქვია. არ ენდოთ სურათებს, სინამდვილეში ულამაზესია. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით.
ახლა ფლაიჯორჯიას აგენტობა რომ არ დამწამოთ იმასაც გეტყვით, რომ სტუარდესებს ჯერ არ აქვთ კარგად დამუღამებული ტერმინები და ცოტა იბნევიან, მეტს ვერაფერს გეტყვით ცუდს, მატი გარეგონობა ავღნიშნნე და ნამდვილად ფარავს ამ იმ ნაკლსაც, და რო ისწავლიან კარგად აი მერე იქნება ძაან მაგარი.
უი, კინაღამ დამავიწყდა საკვებზე მესაუბრა... მიუხედავად იმისა რომ ზუსტად 35 წუთია მგზავრობა, ორივე გზაზე შემოგთავაზეს ბუტერბროდები, სხვათაშორის გემრიელი, და წყალი... ოღონდ ახლა არ თქვათ წყალი რა მოსატანი იყოო, ყველასთვის რო ინდივიდუალურად წვენების და კოკას სხვა დაეწყოთ, გავაგრძელებდით ამსტერდამისკენ გზას, რაც მოგვართვეს იმასაც ძლივს ასწრებდნენ, იმიტომ რომ ორივეჯერ სერიოზული ტურბოლენტობა იყო და კაპიტანმა გვიან მისცა სტუარდესებსაც კი ღვედის შეხსნის უფლება.
ახლა ძალიან დაღლილი ვარ და შეიძლება რამე საერიზული დეტალი გამომრჩა და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ კიდევ რამე მზად ვარ გიპასუხოთ