საინტერესო სურათებია. წარმატებებს ვუსურვებ ახალი ავიაკომპანიას
ქუდები, რომლებიც გოგოებს ახურავთ, არ მომეწონა. საიტი ჩაირთო, ეს კარგია; იმედია გაიმართება სულ მალე. ისე, რატომ ჩართეს გაუმართავი საიტი, ესეც საინტერესოა. გაემართათ ბოლომდე და მერე ჩაერთოდ. და საერთოდ, ცოტა ადრე უნდა ამოქმედებულიყვნენ საიტთან დაკავშირებით. პროაქტიული მიდგომა არ ჩანს მათ საქმეში.
ფასის შესახებ ვიტყოდი რომ ფრენისთვის არ არის ძვირი. ანუ, 200 ლარი 2 გზა. სხვა საკითხია, რამდენად საჭIროა ეარბასის ყოლა 30 წუთიან მარშუტზე? მე ვფიქრობ, არ არის საჭირო შიდა რეისებზე ძვირი ლაინერის ყოლა, არამედ, სხვა უფრო პატარა თვითმფრინავი, რომელიც უფრო რენტაბელური იქნება.
არ ვიცი რამდენად დაიტვირთება თბილისი-ბათუმის რეისი, თუმცა 200 ლარი ზოგადად საქართველოს ბაზრისთვის არ არიც ცოტა, როდესაც მასიურ მგზავრობაზე ვსაუბრობთ; შესაბამისათ, მოთხოვნა რამდენად შენარჩუნდება ამ რეისზე, საკითხავია. მით უმეტესი, შემოდგომა-ზამთარის სეზონი არა მგონია დიდი დატვირთვით გამოირჩეოდეს.
მით უმეტესი, ალტერნატიური ტრანსპორტი ხელმისაწვდომია და საჭიროება ბათუმში 30 წუთში ჩასვლისა, ბიზნეს სფეროში დასაქმებულების გარდა, სხვა სფეროს ნაკლებად ექნება.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ აეროპორტში გაფრენიდან მინიმუმ 1 საათიდა 30 წუთით ადრე უნდა გამოცხადდე და ეს დროც ემატება ფრენის დროს და საერთო დრო დახარჯული ფრენაზე გამოდის რამოდენიმე საათი.
ზოგადად, მე უფრო მეტს მოველოდებოდი ამ კომპანიისაგან დასაწყისისთვის. ვნახოთ, იქნება შემდეგ შემოგვთავაზონ უფრო საინტერესო მომსახურება. რაც არის ჯერ-ჯერობით, არის სტანდარტული, არაფერი განსაკუთრებილი.
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".