ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისათვის, ნორვეგიული კომპანია JOTRON-გან შესყიდულ იქნა ციფრული რადიოსადგურები, მიწასა და ჰაერს შორის მდგრადი, ხარისხიანი რადიოკავშირის უზრუნველსაყოფად.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიტანული კომპანია SYSTEMS INTERFACE -ის მიერ დამონტაჟდა საავიაციო მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტემა AWOS, რომელიც სრულად აკმაყოფილებენ ICAO-ს და WMO-ს მოთხოვნებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სანავიგაციო რადიო-ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციის ფარგლებში, ბრიტანულმა კომპანია SYSTEMS INTERFACE-მა დაამონტაჟა ნორვეგიული კომპანია PARK AIR SYSTEMS-ის მიერ წარმოებული 2 ცალი დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემა ILS 7000B, რომელიც შეთავსებულია ბრიტანული კომპანია FERNAU-ს მიერ წარმოებულ მანძილმზომ მოწყობილობებთან DME 2020, აგრეთვე ავსტრალიური კომპანია INTERSCAN-ს მიერ წარმოებული დოპლერის აზიმუტალური რადიოშუქურა DVOR VRB-53D.
ჩეხური კომპანია OMNIO INTERACTIVE-ის მიერ დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო საშუალებების დამონტაჟება.
შპს “საქაერონავიგაციის” მიერ გამოცხადებულ სინოპტიკოსის ვაკანსიაზე შერჩეულ იქნენ კანდიდატები, რომლებიც საბაზო სწავლებისათვის დიდ ბრიტანეთში UK MAT OFFICE-ში 18 კვირიან კურსს გაივლიან.
==============================================================
ქალბატონებო და ბატონებო, ქუთაისის აეროპორტში პირველი სატესტო ფრენა შესრულდება სულ მალე, როგორ ფიქრობთ, რომელი ტიპის ხომალდი იქნება? :-)
http://www.facebook.com/KingDavidTheBuilde...port?ref=stream