gio-giorgiრატომღაც, მე უფრო სხვა, პროფესიონალურ მიდგომას ველოდებოდი შენგან. ანუ, ადამიანი, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ფრენით, თვითმფრინავის ასაკზე ასეთი გამახვილება გაოცებას იწვევს.
შენ თვითმფრინავის ფრენას "ჯაყჯაყს" ეძახი?! თუ, დაფრენა/აფრენისას როცა მიწაზე მოძრაობს თვითმფრინავი ამას გულისხმობ?
ვერ მივხვდი, რადგან ჰაერში, როგორც წესი, თვითმფრინავი არ "ჯაყჯაყებს" იმტომ, რომ თვითმფრინავი ძველია; არამედ, იმიტომ ირყევა, რომ ტურბულენტურ ამინდში მოყვება (ანუ, ძველიც და ახალიც, ერთნაირად "ჯაყჯაყებს" ჰაერში) . ხოლო, მიწაზე თუ არ სრიალებს, ეს თვითმფრინავის ასაკის ბრალი არ უნდა იყოს, არამედ სხვა კრიტერიუმების. მაგალითად, ამორტიზაცია, თუ სხვა კრიტერიუმი.
შესადარებლად ავიღოთ მსოფილოში ცნობილი და დიდი ავიაკომპანიები:
"ამერიკან ეარლაინსი"
http://www.airfleets.net/ageflotte/American%20Airlines.htmყავს,
ბოინგი 767 , 73 ცალი, 20 წლის;
ბოინგი 777, 47 ცალი, 12 წელი, და ასე შემდეგ.
საშუალო ასაკი, 15 წელი.
შემდეგი:
"საუთვესტ ეარლინს"
http://www.airfleets.net/ageflotte/Southwest%20Airlines.htmბოინგი 737, 177 ცალი, 20 წლის.
შემდეგი:
"ბრიტიშ ეარვეისი"
http://www.airfleets.net/ageflotte/British%20Airways.htmსაშუალო ასაკი თვითმფრინავებისა - 13 წელი.
შემდეგი:
"ლუფტჰანსა"
http://www.airfleets.net/ageflotte/Lufthansa.htmსაშუალო ასაკი. 13 წელი.
შენ როგორ ფიქრობ, მილიონობით ადამიანი, რომლებიც სარგებლობენ ამ ავიაკომპანიებით ყოველწლიურად, მისი გამო რომ საშუალო ასაკი ამ ავიაკომპანიებისა 10 წელზე მეტია, რაიმე ხინჯი ადგება ავიაკომპანიას ან ფრენის შეგრძნებას?
ნუ, დაგვავიწყდება, რა არის ავიაკომპანია. ავიაკომპანია არ! არის სკამი, არც რკინა. ავიაკომპანია არის "დრო" "გამოცდილება" "სიამოვნება" - ანუ, ავიაკომპანია არის მომსახურების სფერო და ხალხი ფულს იხდის პირველ რიგში იმაში, რომ მისი ყოფნა ცაში იყოს სასიამოვნო. სასიამოვნო დროის გატარება ცაში, არის მრავალი ფაქტორის შედეგი. ერთ-ერთი არის სკამი, თუმცა არც თუ ისეთი დიდი მნიშნველობისაა, რომ ამან გადაწყვიტოს ბილეთის-ყიდვა არ ყიდვის საკითხი.
მე რომ ბილეთს ვყიდულობ ხოლმე, არ ვინტერესდები დოკუმენტში რამდენი წელი უწერია თვითმფრინავს. ეს იმფორმაცია, ბილეთის ყიდვისას არც კი არის აღნიშნული საიტზე. არამედ, მე უფრო ვინტერესდები რა სახის თვითმფრინავი იქნება. მაგალითად, სტამბული - ლონდონი, თურქეთის ავიახაზების მიერ შესრულებული, არის დღეში 5 ჯერ. 1 თხელ, შუადღისას, არის ეარბასი 340, (თუ 330); სხვა ფრენები, სრულდება 321 თუ სხვა პატარა თვითმფრინავებით. რასაც მე ვცდილობ ხოლმე არის არა ის, რომ თვითმფინავი იყოს ახალი, არამედ თვითმფრინავის მოდელი იყოს თანამედროვე. ანუ, 330 ან 340. მე მზად ვარ, ვიფრინო, 50 წლის (თUნდაც 100

) 340 -ით. ვიდრე, 1 თვის 321-თ.
არ ვიცი რამდენად ხშირად გიწევს ფრენა. თუ ხშირად გიწევს ფრენა და ავიაკომპანიას თვითმფრინავის ასაკის მიხედვით არჩევ (ან როგორ არჩევ, ავიაკომპანიას ურეკავ და ეკითხები რამდენი წლისაა თვითმფრინავიო? ) მაშინ, ხელები ამიწევია, დაგნებდები
ისე, ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ თვითმფრინავის მოდელის შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ანუ, დაჯავშნისას შეიძლება ერთI მოდელი იყოს მინიშნებული და უშალოდ ფრენისას, სულ სხვა მოდელი გამოიყენონ.
მოკლედ, მე არაპროფესიონალურად მიმაჩნია მიდგომა თვითმფრინავის ასაკის მიხედვით დაახარისხო ფრენები.
წინა გვერდებზე იყო მითითებული, რომ აირზენას "ძველმა" თვითმფრინავმა, ფრენა შეასრულა ბათუმში, როდესაც "ფლაი ჯორჯიას" "ახალმა" თვითმფრინავმა, ფრენა ვერ შეასრულა იმ კონკრეტულ მომენტში და მიმართUლებით.
უკვე ითქვა, რომ აირზენას არავითარი წესი არ დაურღვევია ამ ფრენის შესრულებისას და რომ მგზავრთა უსაფრთხოება სასწორზე არ დაუყენებია; არამედ, ფლაი ჯორჯიას კაპიტანმა ზედმეტი წინდახედულება გამოიჩინა (ზოგიერთი ამ ზედმეტობას არაპროფესიონალიზმს ეძახის) და არ შეასრულა ფრენა.
ანუ, ზოგადად, უსაფრთხოება არ არის დამოკიდებული თვითმფრინავის ასაკზე, არამედ ბევრ კომპონენეტზე, ამინდზე, პილოტებზე და სხვა.
თუ საქმე საქმეზე მიდგება, მე რაღა თქმა უნდა მირჩევნია 1 თვის 380-ით ფრენა

განა ამაზე ვინმე დაობს? თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ საკითხს, ცნობილ და კარგად დამკვიდრებულ ავიაკომპანიებს აქვთ სხვადასხვა თვითმფრინავები, რომელთა ამორტიზაციის პერიოდი არ გასულა და ისინი ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებენ ამ თვითმფრინავებს, რომ ღირებულება დაზოგონ.
სხვა საკითხია როცა ვსაუბრობთ ავიაკომპანიაზე რომელსაც ყავს 1 თვითმფრინავი და სხვა საკითხია როცა ვსაუბრობთ ავიაკომპანიებზე რომლებსაც ყავთ 100 თვითმფრინავი.
********
ფლაი ჯორჯიას საიტზე შევედი ახლა და სამწუხაროდ, სურათი დიდად არ შეცვლილა. ქართულ ენაზე საიტი საერთოდ არ არსებობს. ინგლისურ ენაზე არის რამოდენიმე გვერდი მხოლოდ.
ერთი გვერდი წავიკითხე: CEO's Message
ყველაფერს რომ თავი გავენებოთ, რამოდენიმე გრამატიკული შეცდომა, ზოგიერთი არასაჭირო შინაარსის ტექსტი და რაც მთავარია, კომპანია რომელიც პერსონალურ მიდგომას ქადაგებს, CEO-ს სახელი და გვარი არ არის მითითებული წერილის ქვემოთ?!
ბუნებრივია დამაინტერესა, ვინ არის ადამიანი რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიულ ნაბიჯებს კომპანიისა?
საიტი ჯერ-ჯერობით ჯიუტად არ მოდის კომუნიკაციაზე. 1 თვე კი გავიდა მას შემდეგ რაც ფრენები ოფიციალურად დაიწყო.
საიტის გაშვებას ამდენი დრო სჭირდება? ეს არის სერვისი? მომსახურება? სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა?
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 7 Sep 2012, 02:02
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".