მე ვფიქრობდი რომ გასაგებად დავწერე ზემოთ ამის შესახებ. შემიძლია ეს გავიმეორე კიდევ ერთხელ, ანდა დავაკოპირო.
მოკლედ, ვიტყვი, რომ მგზავრები ბილეთის ყიდვისას არ არჩევენ ხომალდის წელს, არამედ არჩევენ ავიაკომპანიას. მაგალითად, მე თU დავფრინავ ლუფტჰანსათი, მე ვარჩევ ამ სერვისს და არა რამდენი წლისაა ავიაკომპანია.
შენს მიერ დადებულ ბმულში რა ინფორმაციაც არის მოცემული, საინტერესოა. კომპანია "მონარქი" ბრიტანეთში ცნობილია როგორც ჩარტერული რეისების შემსრულებელი. მე ჩარტერული თვითმფრინავებით არ დავფრინავ და არ ვიცი მგზავრები ბილეთის ყიდვისას თუ კითხულობენ რამდენი წლისაა თვითფრინავი რომლითაც დავფრინავთო.
ზოგადად, (ზემოთაც დავწერე) მე თვითმფრინავებს ვარჩევ მოდელის მიხედვით და არა წლების მიხედვით. (არა მარტო მე ვარ ასე)
ანუ, რა მოდელია თვითმფრინავი, 747 თუ სხვა? ეარბას 319 თუ 340?
მე მგონი ხვდები რასაც ვიძახი.
რეზიუმეს სახით რომ ვთქვათ, მე კომპლექსურად განვიხილავ ფრენის სიამოვნებას, ანუ, ხომალდის მოდელი, მფრინავის ოსტატობა, ამინდი, და ასე შემდეგ.
ქვემოთ მოცემული ვიდეო ახლახან გავიდა მეოთხე არხზე, დიდ ბრიტანეთში. იქ არის გაანალიზებული "ეარ ფრანსი"-ს კატასტროფა, რამოდენიმე წლის წინ, როდესაც თვითმფრინავი ასრულებდა რეისს სან-პაოლო - პარისი. თანამედროვე თვითმფრინავი, ეარბას 330 გაუჩინარდა თვალთახედვიდან. ფაქტიურაც, ჩაიყლაპა.
ამ ვიდეოშია ახსნილი დეტალურად თუ რა მოხდა და როგორ.
http://www.youtube.com/show/fatalflight447chaosinthecockpitასევე, არის თვითმფრინავები, რომლებიც "ჯაყჯაყებენ", თუმცა მე ავიაციის მოყვარულისაგან ველი ფრენის სიყვარულს, მიუხედავად სიჯაყჯაყისა.
ერთ-ერთი ასეთი "ჯაყჯაყა" თვითმფრინავებით დავრინავენ, ეგრეთ წოდებული "ბუშ პილოტები" (bush pilots) . ეს ის პილოტები არიან, რომლებიც ალიასკაზე, ანდა აფრიკის მიუდგომელ ადგილებზე დაფრინავენ.
მათი სიძლიერე მდგომარეობს ფრენის ოსტატობაში და რთული სიტუაციიდან გამოსავლის სწრაფად პოვნაში.
ავიაციის სიყვარული მე უფრო ფართოდ მესმის, ვიდრე მარტო წლოვანება ხომალდის.
ეს ავიაციის მოყვარული საზოგადოებაა
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".