ხელისუფლების ცვლილების ფონზე „აირზენა“ საგანგებო განცხადებას ამზადებს
„ფლაი ჯორჯია“ პოლიტიკური პროცესების გამო მის საქმიანობაში ცვლილებებს არ ელოდება
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
რადიო “კომერსანტის” ინფორმაციით, ავიაკომპანია „აირზენა“ ხელისუფლების ცვლილების ფონზე სპეციალურ განცხადებას ამზადებს. განცხადების შინაარსი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა, ის მალე გახდება საჯარო.
შეგახსენებთ: „აირზენას“ ეკონომიკის სამინისტროსთან პრობლემები ჰქონდა. ავიაკომპანია სამინისტროსთან საკითხების მოსაგვარებლად შეხვედრებს ითხოვდა, თუმცა, ვერა ქობალიას მინისტრობის დროს ეს ვერ მოხერხდა. მინისტრი კომპანიის მიერ წარმოებულ არასწორ მენეჯმენტს უკავშირებდა კომპანიის ყველა პრობლემას, თავად “აირზენაში” კი აცხადებდნენ, რომ უწყების მხრიდან შეგნებულად ხდებოდა ხელის შეშლა.
ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯიას“ განცხადებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ახალი მთავრობის პირობებში პრობლემებს გამორიცხავენ. მათი ცნობით, კომპანიას არანაირი იურიდიული ან ფიზიკური კავშირი ყოფილ მმართველ გუნდთან არ ჰქონია და შესაბამისად ხელისუფლების ცვლილების პროცესი ქართული ავიაკომპანიის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მენეჯმენტის განცხადებითვე, “ფლაი ჯორჯია“ წლის ბოლომდე ახალ რეისებს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით დაიწყებს.
http://commersant.ge/?id=12011