საინტერესო კითხვაა. ისედაც მწირი რესურსები გვაქვს და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის აშენება კიდევ უფრო დაამძიმებს ფინანსურ მდგომარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ ვალით უნდა აშენდეს ეს ბილიკი.
ჭკვიანური მართვა აეროპორტის, ეფექტურ შედეგებს მოიტანს.
მაგალითისთვის, ავიღოთ გეტვიკის, ლონდონი აეროპორტი. 33 მილიონ მგზავრს ატარებს ყოველწლიურად, 1 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით.
ჰითროუს 2 ბილიკი აქვს და 70 მილიონს ატარებს. საშუალოდ, 1 ბილიკი ატარებს 30 მილიონს.
ლონდონის სტანსტედი 18 მილიონ მგზავრს ატარებს 1 ბილიკის გამოყენებით.
ბრიტანეთის გამოცდილება გვეუბნება, შესაძლებელია 1 ბილიკის გამოყენება მრავალმილიონიანი მგზავრის ნაკადის მომსახურებისთვის.
ის თანხა რაც ბილიკისთვის უნდა დაიხარჯოს, შესაძლებელია უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული სხვა მიმართულებით.
ლექსიკოგრაფიული შენიშვნა ფლაი ჯორჯიას მარკეტინგულ საშუალებაში:
http://www.flygeorgia.com/AboutFlyGeorgia.aspx?afg=Mediaორივე ვიდეოში გარკვევით არის გამოთქმული Fლაი ჯორჯია, როდესაც ქართულ ენაში F არ არის არამედ ფ.
ეს პრობლემა არა მარტო ფლაი ჯორჯიას აქვს, არამედ Uნიქარდს. როდესაც U-ს ინგლისური U-ს ტონით გამოთქვამენ.
კომპანიის სახელის შერჩევისას, უნდა იქნას გათვალისწინებული ლოკალური ენის თავისებურებები. არ მიმაჩნია სწორედ ქართულ ენაში არც F-ს არც U-ს დანერგვის მცდელობა.
კარგი ამბავი ფლაი ჯორჯიას კომუნიკაციის კუთხით; საიტი ამუშავდა, დაწერეს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე. თუმცა, მე შემიძლია წაკითხვა ინგლისურად, ვისაც არ შეუძლია ეს, მას მოცდა მოუწევს მანამ სანამ ქართულ ენაზე არ ამოქმედდება საიტი, იმედია მალე. რადგან ტექსტი არსებობს ინგლისურად, ქართულ ენაზე გადათარგმნას მაქსიმუმ 1 კვირა დასჭირდეს.
Ostatiდავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".