SPCაუ ქუჩის სახელი არ მახსენდება, მთაწმინდაზე უნდა იყოს, ადრე ყოფილა ირანის ელჩის რეზიდენცია თუ რაღაც ეგეთი, ახლა უბრალო საცხოვრებელი სახლია. გარედანაც რო შეხედო კია ნახევრად ჩამოგნრეული მაგრამ აღოსავლური იერი მაინც აქვს - ეზოში შესასველელი არკით მიხვდებით.
აი იმ სახლში, ერთ-ერთ ოჯახში ჭერია, სულ ფერადფერადი, სარკეებით და ჩუქურთმებით, ძველთაძველი, იმ ელჩის დროინდელი.
მე საკმაოდ დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი და ის ოჯახი, ვინც იქ ცხოვრობდა საგულდაგულოდ უვლიდა იმ ჭერს. ცვიოდა უკვე ჩუქურთმის ნაწილები, შეკეთების თავი ვის ჰქონდა, მაგრამ სულ მისხალ-მისხალ ჰქონდათ შეგროვებული და შენახული ის ნატეხებიც, რესტავრაციისთვის ალბათ.
ახლა რა ხდება არ ვიცი. დარწმუნებული ვარ აქაურები მიხვდებიან რომელ სახლზე ვამბობ.

თუ ისევ ის ოჯახი ცხოვრობს იმ სახლში, სურათის გადაღებაზე პრობლემა არ უნდა გქონდეთ.