საბაგირო ტრანსპორტი საქართველოში წინა საუკუნეში დაინერგა. საბჭოთა საქართველოში აშენდა მრავალი სამგზავრო თუ ტექნიკური დანიშნულების საბაგირო, მათ არასრულ სიას შემოგთავაზებთ:
ქ.თბილისი:
1. რუსთაველი - მთაწმინდის პარკი (უმოქმედო)
2. ელიავა - საბურთალო (გაუქმებული)
3. ვაკე - კუს ტბა (უმოქმედო)
4. ვაკე - ეთნოგრაფიული მუზეუმი (დაუმთავრებელი)
5. მაღლივი - ბაგები (უმოქმედო)
6. ვერა - ჩუღურეთი (გაუქმებული)
7. მერვე პოლკი - ვაზისუბანი (უმოქმედო)
8. საბურთალო - ლისის ტბა (უმოქმედო)
9. ბავშვთა ქალაქი მზიური (გაუქმებული)
ზოგიერთი საბაგიროს შესახებ მოკლე ინფორმაცია და ფოტორეპორტაჟი
http://www.fabi.ge/?cat=12
რეგიონები:
აფხაზეთი:
1. ქ.ტყვარჩელი (უმოქმედო)
2. ქ. გაგრა (უმოქმედო)
აჭარა:
1. ქ.ბათუმი; მწვანე კონცხი - ბოტანიკური ბაღი (უმოქმედო)
2. დ.ხულო - ს.თაგო (მოქმედი)
იმერეთი:
1. ქ.ქუთაისი; ძველი ქალაქი-გაბაშვილის პარკი (მოქმედი)
2. ქ.საჩხერე (უმოქმედო)
3. კურორტი ნუნისი (მოქმედი)
4. ქ.ჭიათურა : ცენტრი - ნაგუთი (მოქმედი)
ცენტრი - რუსთაველი (მოქმედი)
ცენტრი - მუხაძის ქუჩა (მოქმედი)
ცენტრი - სანატორიუმი (მოქმედი)
ქალაქი - ითხვისის დასახლება (მოქმედი)
ს.ს ჭიათურმანგანუმი - 12 საბაგირო გზა (ყველა მოქმედი)
5. ქ.ტყიბული - მთა ცხრაჯვარი (გაუქმებული)
სამეგრელო-ზემო სვანეთი:
1. დ.მესტია - კურორტი ჰაწვალი (მოქმედი)
2. ქ.მარტვილი - ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენცია (მშენებარე)
სამცხე-ჯავახეთი:
1. ბორჯომი/ ბორჯომ-პარკი - პლატო (მოქმედი)
2. ს.ჭობისხევი - ს.დაბაძველი (უმოქმედო)
3. კურორტი ბაკურიანი: 1 გონდოლებიანი საბაგირო (მოქმედი)
1 ციგით ასასვლელი საბაგირო (მოქმედი)
2 სკამებიანი საბაგირო (მოქმედი)
8 ბიგელიანი საბაგირო (მოქმედი)
4. დ.აბასთუმანი - მთა ყანობილი (მოქმედი)
კახეთი:
1. ქ.სიღნაღი - ქ.წნორი (უმოქმედო)
შიდა ქართლი:
1. ქ.კასპი; ს.ს ჰაიდებელრგცემენტი - (მინ.) 2 საბაგირო (მოქმედი)
2. ს.მეტეხი; საშენ მასალათა კომბინატი - (მინ.) 2 საბაგირო (უმოქმედო)
მცხეთა - მთიანეთი:
1. კურორტი გუდაური; 1 გონდოლებიანი საბაგირო (მოქმედი)
2 სკამებიანი საბაგირო (მოქმედი)
1990 წლის 1 ივნისს, მოხდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საბაგიროს კატასტროფა, თბილისში რუსთაველის გამზირის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს გამწევი ბაგირი გაწყდა და ორივე ვაგონი დაგორდა. შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები.

2011 წლიდან, საქარველოს მთავრობის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით განახლდა საბაგირო გზების მშენებლობა. ,
2012 წლის 16 მარტს გაიხსნა I გონდოლების ტიპის საბაგირო კურორტ გუდაურში. ახალი საბაგირო გზის სიგრძე 2 ათას 450 მეტრია, რომლითაც საათში 2 ათას 800 მგზავრის მომსახურებაა შესაძლებელი.
პარალელურად მიმდინარეობდა საბაგიროს მშენებლობა თბილისში, რიყის პარკიდან ნარიყალის ციხემდე. ეს საბაგირო გაიხსნა 2012 წლის 26 მაისს. მასზე 7 გონდოლა მოძრაობს, რომელთაგან ერთი არის მთლიანად გამჭვირვალე (ძირიც). მგზავრობის ღირებულებაა 1 ლარი.

ორივე ეს პროექტი იტალიურმა კომპანია leitner-მა განახორციელა.
http://www.leitner-lifts.com/ამჟამად მიმდინარეობს ორი საბაგიროს მშენებლობა. ერთი ქალაქ ბათუმში, ცენტრიდან ფუნიკულიორამდე, მეორე კი თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიადან" მთაწმინდის პარკის მიმართულებით. I უნდა გაიხსნა სექტემბერში.
მთაწნინდის საბაგიროს ავსტრიული კომპანია დოპელმაიერი აშენებს.
უახლოეს მომავალში იგეგმება თბილისში კუს ტბის და ვაზისუბნის საბაგიროების აღდგენა ან თავიდან აშენება, ხოლო აჭარაში გოდერძის
უღელტეხილზე.
ეს კი რიყის საბაგიროს ფოტო

წინა თემის ბმული
თბილისის საბაგიროები This post has been edited by Fabian on 1 Aug 2012, 22:02