რაღაც ასეთი ხომ გინდოდა






imagehostingდიდველზე ყველა საბაგირო მუშაობს ყოველდღიურ რეჯიმში 11.00 - 18.00 -მდე.
საბაგიროს ფასები:
- ერთი ასვლა - 5 ლარი;
- ბარათი ,,პანორამა’’ - (ნოდო, დეკა, პანორამა) - 10 ლარი;
- ტობოგანით ერთი ჩამოსრიალება - 10 ლარი;
- ზაფხულის ბარათი - 60 ლარი;
ზაფხულის ბარათში შედის:
ყველა ჩვენს მიერ მართულ კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ზაფხულის განმავლობაში შეუზღუდავად სარგებლობა საბაგიროებით.
კურორტ,,გოდერძიზე“- 4 დღე უფასო განთავსება კარვებში.
კურორტ ბაკურიანში - 4 უფასო ჩამოსრიალება ტობოგანზე.
ჰაწვალი-მესტია და მესტია-ჰაწვალი ჩვენი ავტობუსით უფასოდ გადაადგილება.
10% ფასდაკლებები ბაკურიანის, გოდერძის და გუდაურის სასტუმროებზე.
ტობოგანის სიგრძე - 1360 მ (რკალზე)მოგზაურობა იწყება დიდველის ზედა სადგურიდან და ტრასის სასრიალო მანძილი შეადგენს 960 მ.
ციგით ჩამოსრიალებამდე შეამოწმეთ თქვენი მობილური ტელეფონების ხელმისაწვდომობა, ვინაიდან ფოტო - ვიდეო გადაღების დროს თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება.
ტობოგანით სარგებლობის პირობები:
- ტობოგანის ციგა - 2 ადგილიანი. სისწრაფეს არეგულირებს წამყვანი მოსრიალე.
- ბავშვებს 6 -12 წლამდე თან უნდა ახლდეს მშობლი ან უფროსი (18+),რომელიც პასუხისმგებელობას აიღებს ბავშვის უსაფრთხოებაზე, მგზავრობისას ბავშვი ჯდება წინ , უფროსი უკან.
- ბავშვებს (12+) ასაკის ზევით ტობოგანით სარგებლობა შეუძლიათ დამოუკიდებლად.
- მოსრიალეებმა გაითვალისწინეთ რიგში დგომის პერიოდი.
- ნისლიანი ამინდის შემთხვევაში აკონტროლეთ სიჩქარე.
- წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტობოგანი არ იფუნქციონირებს,
- წინასწარ შეძენილი ბილეთი არ უქმდება და ანაზღაურდება კარგი ამინდის დროს (თანხა არ ანაზღაურდება), გაიარეთ კონსულტაცია მოლარე -ოპერატორებთან.
უსაფრთხოების წესები:
- არ გამოიყენოთ ტობოგანი არაფხიზელ მდგომარეობაში.
- აკონტროლეთ ციგის სიჩქარე , დაიცავით უსაფრთხო მანძილი (მინიმუმ 15 მ), რათა სხვას არ ეუქმნათ დაბრკოლება.
- ყურადღებით გაეცანით ეკრანზე (მორბენალი სტრიქონი) განთავსებულ ინფორმაციას
- დაემორჩილეთ მთაზე მომუშავე პერსონალს.
This post has been edited by Accident on 9 Jul 2016, 21:08