vatmanროგორც სჩანს, მერია
—————————————————————————
ვარდების რევოლუციის მოედნის მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა იწყება
21 ნოემბერი 2013 წელი 12:50
თბილისი (GBC) - თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედნის მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა იწყება.
საბაგირო სისტემების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა" 5 456 616 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გარდა უშუალოდ მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოებისა, შესყიდვის ობიექტი ასევე მოიცავს Doppelmayr Seilbahnen GmbH - თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, Doppelmayr Seilbahnen GmbH -ს მიერ საბაგიროს ანძებისა და სხვა ნაგებობების სამონტაჟო სამუშაოების მხარდაჭერისათვის გასაწევ სხვადასხვა მომსახურებასაც.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 12 დეკემბერს, 12:00 საათზე იწურება.
source:
http://news.boom.ge/geo/11/20131121/3287222/