"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა მუშაობას დროებით წყვეტს 14:12 27-04-2014
ხვალიდან 15 მაისის ჩათვლით, ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა მუშაობას დროებით შეწყვეტს.
"რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმური სამუშაოების განხორციელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხორციელდება", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
source:
http://ipn.geასე ხშირად უნდა სჭირდებოდეს სარემონტო სამუშაოები?