ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება
დაგეგმილია 4 მიმართულების გზის მშენებლობა, რაშიც კომპანია 14 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
რაც შეეხება მგზავრობის გადასახადს, რომელიც ამ დროისთვის 20 თეთრია, კაპანაძე მის გაძვირებას არ გამორიცხავს,
თუმცა, მისივე თქმით, მოსახლეობაზე ეს არ აისახება და გამგეობა ისევ სუბსიდირების პოლიტიკას მიმართავს.
ბაგირგზების სფეროში მსოფლიო ლიდერ კომპანია poma-სთან ქართული მხარის თანამშრომლობის საკითხი სამთავრობო დონეზე
ჯერ კიდევ გასულ წელს გადაწყდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაგირგზების თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით მოდერნიზება,
რაც ქსელის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. საბაგირო გზების მშენებლობა 1 წელიწადში უნდა დასრულდეს.
საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულება საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის
მთავრობებს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.
http://commersant.ge/?menuid=91&id=12234&lang=1