ერთი კვირის წინ ვიყავი რუსთავში მაგ საბაგიროს სანახავად. სურათებს კი ამხელა პაუზით იმიტომ ვდებ, რომ რაღაც თარსობა შემემთხვა

დღის სინათლეზე კრისტალურ მონიტორზე ძალიან ბაცად ჩანს ყველაფერი, მზეზე ხომ საერთოდაც ვერ დაინახავ, ხოდა განათების ტიპის
დაყენებისას მზის გამოსახულებიანი იკონკის მაგივრად ნათურა ამირჩევია (ვიზუალურად ძალიან გვანან ერთმანეთს). შედეგად კი მივიღე
ჩაჟამებულ-ჩაბნელებულ-ჩალურჯებული ფოტოები. ეს "სასიამოვნო" ამბავი უკანაგზაზე მიკროავტობუსში აღმოვაჩინე

მერე კი დღეში თითო სურათს ვაკეთებდი. რეალისტური ფერების დაბრუნება შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ,
რაღაც მხატვრულ ფერებში გამოვიდა ფოტოები და დაჟე მომეწონა კიდეც. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხო გაგიგიათ
ჯერ ჩემს ბლოგზე დავდე და ეხლა ფორუმის ჯერი დადგა

ბარემ კოორდინატებსაც დავწერ: 41.549965, 44.955109 (ზედა სადგური), 41.554204, 44.966503 (ქვედა სადგური)
ექსტერიერები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ინტერიერები (ესენი "ჯიბის" კამერითაა გადაღებული)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზედა სადგური

ქვედა სადგური. ძალიან ღრმაა. უბრალოდ ეს ფოტო ვერ გადმოსცემს ამას )
