რათა თქმა უნდა შენი აზრია. არა მარტო მუსიკალური წრეებია იქ, არამედ ინტელექტუალური წრეები, ჭადრაკი, ცეკვა და ასე შემდეგ. ასევე, შესაძლებელია სპორტული წრეების გახსნაც.
ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დროს იქნა დაწყებული ეს მიმდინარეობა, არავითარი ხინჯის მატარებელი არ არის. არ ვიცი რა ნეგატიური მოვლენა შეიძლება ქონდეს ამ საკითხს. საბჭოთა დროს მოღვაწეობდა სუხიშვილების ანსამბლი, რომელმაც მშვენიერი ელჩის როლი შეასრულა მსოფლიოში. ასევე ჩვენი კინო და ასე შემდეგ. ბოლო-ბოლო, ჩვენი მშობლები და ბებია-პაპები იმ დროში დაიბადნენ ანდა ცხოვრობდნენ, რა ვქნათ? სახრჩობელაზე ავიყვანოთ?

)) მე ვფიქრობ, საბჭოთა კავშირის დაკავშირება სასახლის პროფილის შეცვლასთან, უსაგნოა.
კომერციულად, უზარმაზარ ტერიტორიაზე წამგებიანი იქნება კონცერტების გამართვა. რამდენი კონცერტი უნდა გაიმართოს კვირაში? ყოველ დღე გაიმარტება კონცერტები? ყველა დარბაზში?
მე ვფიქრობ, ამხელა შენობა მარტო მუზეუმისთვის ძალიან დიდია. რა უნდა გამოიფინოს ამხელა შენობაში? შიგნით თუ ყოფილხარ, ალბათ დამეტანხმები რომ უზარმაზარი ტერიტორიაა, განსაკუთრებით, შიგნითა ტერიტორია, უკან მხარედ მდებარე.
ეგვიპის მუზეუმი ხომ არ არის ესაც რომ უამრავი მასალა გამოიფინოს? ეგვიპტის მუზეუმში თუ ხარ ნამყოფი, მიხვდები რასაც ვიძახი. ანუ, ეგვიპტის მუზეუმი, ამ სასახლეზე დიდია და ყველა კუთხე დაკავებულია, გამოყენებულია სხვადასხვა ქანდაკებებით, ფარაონების სამკაულებით, სარკოფაგებით და ასე შემდეგ. გაკვირებული და პირდაღებული ვუყურებდი ამ ცივილიზაციის შემორჩენილ ღირებულებებს. მე ვფიქრობ, ჩვენ ვერ დავაკავებთ ამ დარბაზებს, თუკი სრულად გადაკეთდება მუზეუმად.
მე ვფიქრობ, არც მწვადი რომ დაიწვას და არც შამფური, შესაძლებელია ამ შენობის მართვა ეფექტურად, რაც იმას ნიშნავს, ბავშვების იქ ყოფნა ხელს არ უშლის ნებისმიერი კონცერტის გამართვას; პირიქით, ეს სტატუსი , რომ ეს სასახლე არის კულტურული ცენტრი, უფრო მარლა სწევს ამ შენობის რეპუტაციას.
თUმცა, ვშიშობ, რომ თბილისი არ არის ისე დატვირთული ღონისძიებებით და კონცერტებით რომ ამ შენობის სრულად ათვისება შევძლოთ.
შესაძლებელია სახელი გადაერქვას ამ შენობას და დაერქვას უფრო საზოგადო, მაგალითად, კულტურული სასახლე, სახლი, ადგილი ან სხვა რამ, რაც მაინც და მაინც არ იქნება "ბავშვთან" " მოსწავლესთან", ასოცირებული, თუკი ბავშვი, როგორც ასეთი ხელს უშლის შენობის მართვას როგორც კომერციული დაწესებულება.
არ ვიცი რა მართვის სტილია დანერგილი ამ შენობაში. სახელმწიფო ორგანიზაცია მართავს? კულტურის სამინისტრო? თუ განათლების სამინისტრო? მე მგონი, კანონის დარღვევა არ იქნება, თუკი ეს შენობა, საჭიროებისამებრ კომერციულ შენობადაც გამოიყენება. მშვენიერი დარბაზებია, განსაკუთრებით კამერული კონცერტების ჩასატარებლად.
მასიური კონცერტების ჩასატარებლად, ალბათ უფრო სხვა, დიდი დარბაზებია უპრიანი. მოსწავლეთა სასახლეს არ აქვს დიდი დარბაზი.
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 10 Sep 2012, 21:32
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".