https://www.bpn.ge/article/145160-nataxtari...vlis-axali-gza/ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - სად გაივლის ახალი გზა
ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - სად გაივლის ახალი გზა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ნატახტარი-ჟინვალის (ლოტი 1) საავტომობილო გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გასცა.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 27 კმ-ია. ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება. ადგილზე დაგეგმილია 5 კვანძისა და 16 ხიდის მშენებლობა.
ნატახტარი-ჟინვალის გზაზე დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება, ამასთანავე, ზოგიერთ მონაკვეთზე დასაშვებ სიჩქარედ განისაზღვრება 100 კმ/სთ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ზემოქმედების ზონაშია 319 შენობა-კონსტრუქცია.
„საპროექტო გზის ზემოქმედებაში ხვდება 35 მოწყვლადი შინამეურნეობა, 27 ოჯახის მარჩენალი ქალია, 6 ოჯახის უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 2 ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს.
პროექტის განხორციელებისას მიყენებული ზიანი - მიწის, ნარგავების, მოსავლის და სხვა მიწის შესყიდვის და განსახლების გეგმის შესაბამისად ანაზღაურდება“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.
ანგარიშის მიხედვით, ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისთვის სამი ალტერნატიული მარშრუტი განიხილებოდა, შერჩეული მარშრუტი რუკაზე წითელი ფერით არის აღნიშნული. ეს მონაკვეთი იწყება მდ. არაგვის ხიდიდან: