არაფერიც არ მოხდება, კუნძული უნდა კაზონოს წინ და შარტავა-პეკინი და კანდელაკი-გელოვანი ერთდროულად იმოძრავებს.
ჩემი სქემები.
პუშკინის ქუჩის შეტრიალება

აღწერა:
ქუჩების ახალი სამოძრაო მიმართულებები:
-რუსთაველის გამზ. ყოფ. ფოსტის შენობიდან სასტუმრო „თბილისი მარიოტამდე“ - უცვლელად, ორმხრივი მოძრაობა, 6 ზოლი, დგომა-გაჩერება აკრძალული.
-რუსთაველის გამზ. სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“ თავისუფლების მოედნამდე - ცალმხრივი ამავე მიმართულებით, 6 ზოლი, დგომა-გაჩერება აკრძალულ მარჯვენა მხარეს, დგომა აკრძალული მარცხენა მხარეს.
-პუშკინის ქუჩა - ცალმხრივი, მიმართულება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ.2 ზოლი, დგომა-გაჩერება აკრძალული ორივე მხარეს.
-ფურცელაძის ქუჩა - ცალმხრივი, მიმართულება თაბუკაშვილიდან რუსთველის მიმართულებით. დგომა-გაჩერება აკრძალული მარჯვენა მხარეს.
-ჯორჯაძის ქუჩა - ცალმხრივი, მიმართულება რუსთაველიდან თაბუკაშვილის მიმართულებით, დგომა-გაჩერება აკრძალული მარჯვენა მხარეს.
-თაბუკაშვილის ქუჩა - ცალმხრივი, მიმართულება ბარათაშვილის ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე. 2 ზოლი, დგომა-გაჩერება აკრძალული ორივე მხარეს.
-ჭანტურიას ქუჩა თაბუკაშვილის კვეთიდან რუსთაველის გამზირამდე - ცალმხრივი, ამავე მიმართულებით, 3 ზოლი, დგომა-გაჩერება მარცხენა მხარეს.
-ჭანტურიას ქუჩე ვირსალაძის კვეთიდან თაბუკაშვილის კვეთამდე - ორმხრივი, დგომა-გაჩერება აკრძალული ორივე მხარეს.
სხვა აკრძალვები:
თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების გადაკვეთაზე, თაბუკაშვილიდან მომავლებისთვის წესდება შეზღუდვა პირდაპირ წასვლაზე, შეეძლებათ მარცხნივ, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით ასვლა, ან მარჯვნივ ე.წ „მშრალი ხიდის“ მიმართულებით.
რუსთაველის გამზირიდან პუშკინის მიმართულებით მოძრაობა იქნება წრეზე შესვლამდე, ასევე წრეზე შეუსვლელად იმოძრავებენ ლესელიძიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით.
ბარათაშვილის ქუჩიდან ყველანაირი ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ძირითადი ნაკადები:
დადიანი-რუსთაველი: პუშკინის, თაბუკაშვილის და ჭანტურიას გავლით.
რუსთაველი-ბარათაშვილი: პუშკინის გავლით.
ბარათაშვილი-რუსთაველი:თაბუკაშვილის და ჭანტურიას გავლით.
ბარათაშვილი-ლეონიძე (და სოლოლაკის სხვა ქუჩებისკენ): თაბუკაშვილის, ფურცელაძის და რუსთაველის გავლით.
რუსთაველი-მშრალი ხიდი: ჯორჯაძის, თაბუკაშვილის და ჭანტურიას გავლით.
შენიშვნა : სქემაზე წითელი ხაზით დატანილია ტრამვაისთვის გათვალისწინებული პერსპექტივა