საღამოს 8:45-ზე გამოდის დეპოდან.
* * *
იყო ინფორმაცია მაგრამ პირველწყაროდანაც დავდებ:
http://mdf.org.ge/მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოდ იწვევს მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტს, მეტროსადგურის ხაზის მშენებლობაში კონსულტაციის გასაწევად.
კონსულტანტის ძირითადი მოვალეობა იქნება ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ ”უნივერსიტეტის” მშენებლობის დეტალური პროექტის განხილვა.
მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 28, 830 აშშ დოლარს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ინტერესის გამოხატვა
საერთაშორისო ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობის დეტალური პროექტის განსახილველად.
საქართველომ მიიღო აზიის განვითარების ბანკის სესხი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (ტრანში 1) დასაფინანსებლად და განზრახული აქვს ამ სესხის სახსრების ნაწილი გამოიყენოს ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობის დეტალური პროექტის განხილვისთვის ინდივიდუალური კონსულტანტის შესარჩევად.
კონსულტანტის ძირითადი მოვალეობა იქნება ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობის დეტალური პროექტის განხილვა.
დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 30 სამუშაო დღეს. მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 28,830 აშშ დოლარს.
დავალების შესასრულებლად საჭიროა ინდივიდუალური ექსპერტი, რომელსაც ექნება შემდეგი უნარ-ჩვევები, გამოცდილება და კვალიფიკაცია:
I. ინტენსიური გამოცდილება მიწისქვეშა მეტროს დეტალური საინჟინრო პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში, ტუნელების სამშენებლო სამუშაოების და აღჭურვილობების დაპროექტებაში, სამშენებლო სამუშაოების და აღჭურვილობების სპეციფიკაციების მომზადებაში, სამშენებლო ზედამხედველობაში და ინტერფეისის მართვაში და ხარისხის კონტროლში (ანალოგიური საერთაშორისო კონტრაქტების ფარგლებში).
II. მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი აკრედიტებული უნივერსიტეტიდან. კონსულტანტის გამოცდილება საქართველოში, კავკასიის ან აღმოსავლეთ ევროპაში ან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩაითვლება უპირატესობად.
III. გამოცდილება მეტროს პროექტების განხილვაში, მართვასა და სამშენებლო ზედამხედველობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში. ზოგადი გამოცდილება მოთხოვნილია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
IV. საერთაშორისო გამოცდილება;
V. ინგლისურად წერისა და საუბრის თავისუფლად ფლობა.
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ინტერესი უნდა გამოხატონ აზიის განვითარების ფონდის შემდეგ ვებ-გვერდზე, ქვემოთ მითითებულ ბმულზე დარეგისტრირების გზით. კერძოდ:
https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFu..._CSRN_HOME_PAGEინტერესის გამოხატვის ბოლო ვადა არის 2013 წლის 18 მარტი.
კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინოს ავტობიოგრაფია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ (დამკვეთის სახელის და მისამართების მითითებით).
დამტებითი ინფორმაციის მისაღებად კონსულტანტებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, შემდეგ მისამართზე:
ვის: ბ-ნ იოსებ ჭონქაძე, შესყიდვების სამმართველოს უფროსი
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. #150, ქ. თბილისი, 0112, საქართველო
ტელ: + 995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი: 407)
ფაქსი: +995 32 2437077
ელ-ფოსტა: procurement@mdf.org.ge
ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge
This post has been edited by polaris on 16 Mar 2013, 20:13