ჰო, ყველას გილოცავთ ლიანდაგმზომობის ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც ყოველი თვის ბოლოსწინა ხუთშაბათს აღინიშნების უკუნისი უკუნისამდე, ამინ.
მეორე ოპერატიული ჯგუფი სადგურის მოედანზე დავხვდით, ნაძალადევის დეპოს მემანქანესაც გავესაუბრეთ რომელიც ასევე სადგურის მოედანზე ელოდებოდა რომ გაეყვანა საბურთალოს ხაზზე. გავიგეთ 10084-ის ავარიის დეტალები: თურმე ეს ავარია მოხდა არა პოლიტექნიკურთან არამედ სადგურის მოედანზე, ხოლო პოლიტექნიკურთან სხვა შემადგენლობებს მოუვიდათ ავარია, რომელბიც ყველა აღადგინეს და დღეს ხაზზე მოძრაობენ. ნომრებიც ჩამომითვალა, მაგრამ ჩაწერა ვერ მოვასწარი და ზეპირად ვერ დავიმახსოვრე. ავარიის დეტალები კი შემდეგი იყო (აქ მთლად ვერ გავარკვიე რომელ ავარიაზე მესაუბრებოდა, მაგრამ დროს ძალიან ცოტა გვქონდა და ყველაფრის ჩაძიება ვერ მოვასწარი): ავტობლოკი და არს ორივე გათიშული იყო დენის თამაშის გამო. მეტრო არ გააჩერეს, რადგან ქალაქში სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტიურად არ მოძრაობდა და მეტროს გათიშვას ძალიან მძიმე შედეგი ექნებოდა. მატარებელბი გადაადგილდებოდნენ სამანევრო რეჟიმში, ანუ მემანქანეს ფეხი ეჭირა სიფხიზლის პედალზე. დისპეჩერი ატყობინებდა ინტერვალებს. რატომრაც დისპეჩერმა არ შეატყობინა რომ წინ მიმავალი შემადგენლობა გაჩერებული იყო, მომავალმა კი როცა დაინახა გაჩერება უკვე ვეღარ მოასწრო.
ნაძალადევის დეპოში 33 ვაგონია (როგორც გლდანის დეპოს დირექტორმაც თქვა) და არა 32 როგორც მე ვვარაუდობდი. ამავდროულად ყველა მოდერნიზირებულია, თუმცა ზოგიერთი რემონტზეა. საინტერესოა რომელია ის 33-ე?
ლიანდაგმზომის მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე ისრებზე არის 15 კმ/სთ.
ნუ მგონი სულ ეს არის. ჩვენ ვნახეთ საგურის მოედანი 1-ზე და 2-ზე, ასევე მე წასვლისას ვნახე ავლაბარში 10:28-ზე. შემადგენლობა ისევ იგივეა (ვარკეთილიდან ახმეტელისკენ) 7125-7099-163-7133-7115 ემა502-ებს სამგზავროდ უკვე აღარ გამოიყვანენ, უკვე ძალიან დაანგულებია ვიზუალურად და ჩემთვის ეგზომ ძვირფასი ტაოტის სუნი აქვთ, როგორც დიდ სარკინიგზო შემადგენლობებს და არა მეტროს ვაგონებს. სადგურებზე გასვლისას ამ ტაოტის და რაღაცნაირი სიძველი სუნს ტოვებს
Real SAABs don't leak. They just mark their territory.