ძაან მაგარი საიტია, ყოჩაღ

ახალი მომსახურება სახლიდან გაუსვლელად
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ახალი ვებ-გვერდით: www.ttc.com.ge სარგებლობას სთავაზობს. ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს: წინასწარ დაგეგმოს მგზავრობის მარშრუტი, გაიგოს ინფორმაცია მარშრუტისა და კონკრეტულ გაჩერებებზე ავტობუსის მოსვლის დეტალური გრაფიკის შესახებ.
განახლებულ ვებ-გვერდზე განთავსებულია, ასევე სამარშრუტო სქემა და მაღალი ხარისხის ვექტორული რუქა, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება თბილისში მოძრავი ავტობუსების მარშრუტებისა და იმ ძირითადი ქუჩების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაივლის.
www.ttc.com.ge-ზე ასევე შესაძლებელია თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებული კამერების ონლაინ ჩვენება, ჯარიმების გადახდა და სტატისტიკური მონაცემების მიღება, თუ რამდენი მგზავრის გადაყვანა ხდება ყოველდღიურად თბილისის მეტროს, ავტობუსისა და საბაგიროს საშუალებით. ახალი სერვისი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო და ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის, სამარშრუტო სქემებისა და გრაფიკების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს, ასევე შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თბილისის ტრანსპორტის ისტორიას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ ტარიფებს, შეღავათებით მოსარგებლე პირთა კატეგორიებსა და სხვადასხვა აქტუალურ ინფორმაციას.
http://new.tbilisi.gov.ge/news/1072