მოკლედ
ცოტა ვრცელი მიმოხილვა
ძველი იუზერები:
გამოირჩევიან პოსტების რაოდენობით და იმით, რომ იცნობენ ბევრ სხვა იუზერს პირადად. და ხშირად ხაზს უსმევენ ამას типа "ნუ მაკაკუშ ხო მიცნობ რა"... და ასევე ფამილიარული მიმართვები типа "ქალო", "შეჩემა" ან ასევე ნიკის შემოკლებითი ვარიანტები, გარდა ამისა თუქისები და რესპექტები...
ასევე გამოირჩევიან პიზდეცინტელექტუალური და საშუალო ზომის ან პატარა პოსტებით, რომელთა უმრავლესობაში თავს და ბოლოს ვერ გაარჩევს ადამიანი და შესაბამისად უწევს დაფიქრება. მუშაობს პრინციპი: დამაფიქრა, ე.ი. ჭკვიანურია (არადა ხშირად სრული იდიოტიზმია ).
გამოირჩევიან ოფტოპიკომანიით
გამოირჩევიან ახალ იუზერებზე ზემოდან ყურებით типа "მე სოროკპერვიდან ამ ფორუმზე ვპოსტავ და შენ რა უნდა მასწავლო" და რძის მოფსმით типа "აუუუუ დახურეთ ეს თემა", "როდემდე შეიძლება..." და ა.შ. არადა თვითონაც აქვთ ანალოგიურ თემებში ოხრად ნაპოსტი, მაგრამ ახლა უკვე "დონე ხალხია"

ზოგს ახასიათებს იშვიათად პოსტვა და კაიფობს მის "პიზდეცინტელექტუალურ" პოსტზე გაკეთებული კომენტარებით "აუ ანზორიკო ჩვეულ ფორმაშია", "რახან შენი გამოჩენა გვეღირსა" და ა.შ...
მათი პოსტების დიდი ნაწილი ჩეთია... თითქოს თავისი სათქმელი თქვეს და ახლა ჩეთაობენ

ახალი იუზერები:
ხშირად შეინიშნება ფორუმ.ინტერნეტ.გე-ს სკოლა, რაც გამოიხატება პოსტში უადგილო ადგილას ჩატენილი ბევრი სმაილით და პოსტის სრული იდიოტიზმით... მამრობითი სქესის სუბიექტები ძირითადად "ჩემიდედამოვტYან" პოსტებით ხასიათდებიან, მდედრობითები - ჩეთაობით და სურათების დადებით
შეინიშნება ნიკები типа ჩონჩხა-ანზორა, სუპერ-ჰაკერა, კილერ-ჰაკერა (ალბათ წარმოდგენილიც აქვს როგორი სიამაყით ამბობს თავის ნიკს ფორუმელთა შეკრებაზე: - ჩონჩხა-ანზორა ვარ ძმაო... და ამის პასუხი - ვააა... შენ ხარ ტოოო...) და ასევე ნიკში ძალზედ პოპულარული "DJ", ასევე ვარსკვლავები, ტირეები, ფრჩხილები, ბრჭყალები და ათასი ###ობები, რომლებიც შემდეგ ტიმის ჩასასწორებელი ხდება, ხვდება რა იუზერი, რომ მასე გაფორმებული ნიკი არის ###ობა
შეინიშნებიან უზრდელი ელემენტები, რომლებიც ხსნიან ყოველად სისულელე თემებს ყურადღების მისაპყრობად "როგორ გავჟიმოთ სტეპლერი" და ა.შ. , რომელთა დაწყნარება ხდება ვორნით და შემდეგ PM-ში მიდის კაჩაობა "ჩემიდედამოვტYან ბიჭო ვინ დავორნე", "სადაც გნახავ, დაგენძრევა", მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთი სუბიექტი ქრება მას შემდეგ რაც მოსთხოვ ტელეფონს და მისამართს

თუმცა გვხვდება გამონათებებიც

ურთიერთობა ძველებს და ახლებს შორის:
ახლის თემაზე, რომელიც უკვე არსებობს მიდის ძველის კომენტარები, რომ ასეთი თემა უკვე არსებობს და ტიპიური რძის მოფსმა ან გაოფტოპიკება, რომლის თემა შეიძლება იყოს თუმდაც "გახსოვს ანზორიკოს რო არ აუდგა და ვიკაიფეთ"...
აქტიურად მიდის იმის აღნიშვნა, რომ ახალს პოსტები აქვს ცოტა... თავგამოდებით კი ამტკიცებენ, რომ მთავარია შინაარსი და არა რაოდენობა, ისევე როგორც მთავარია ტექნიკა და არა პენისის ზომა - საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი რაოდენობაზე და ზომაზე დადის

ზოგი ძველი უმოწყალოდ კაიფობს ახალზე და მას შემდეგ ახალს კომპლექსი უჩნდება, რომ ნებისმიერ პოსტში მასზე კაიფობენ... ეს ხშირად კონფლიქტების მიზეზი ხდება
ახალი იუზერის დანახვაზე მიდის ძველებს შორის იმაზე ხაზგასმა რომ ერთმანეთს იცნობენ... ძირითადად ამას ერთმანეთის პოსტებზე რესპექტების, ძველი ამბების გახსენების და სმაილების მიწერაში გამოხატავენ

ახლისთვის კი ისეთი პონტია, თითქოს წვეულებაზე მივიდა სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, თვითონ კი არავის

მოკლედ... ასეთ მტრულ გარემოში იზრდება ახალი იუზერი და შემდეგ ის ხდება "ძველი" და თვითონ ქმნის ასეთს ახლების მიმართ
ვორნი გველებს (post #3796044)