ეგ არ ვიცოდი
* * *
დღეს საღამოს გამოვედი სამსახურიდან და ჩვეულებიმესამებრ მივაშურე მერტოს, რადგან პიკი საათის დროს ,,მარშურკა", რომელიც სახლამდე მომიყვანს გადაჭედილია ამ დროს და ლოდინს აზრი არ აქ
ჩავედი მეტროში 3 წუთიანი ლოდინის მერე მოვიდა ,,მოდერნიზებული" შემადგენლობა, ჩავჯექი და გამოვემართე სახლისკენ
რამოდენიმე სადგური მშვენივრად გავიარეთ , არ ვაკვირდებოდი სადგუებს, რადგან მაინც ბოლო სადგურზე ჩამოვდივარ და ვაგონში არავინ დამტოვებს
და უცებ შუა გვირაბში მატარებელმა დაიწყო სვილის შენელება და საბოლოოდ გაჩერდა კიდეც, 10 წუთამე ვიდექით ასე უმოძრაოდ
დათბა ჯერ და მერე დაცხა კიდეც (გზაში მეტრომდე ცოტა შემცივდა და კი გავთბი გემრიელად )
ამ დგომაში უჰაერობა შეიქმნა ვაგონში და ერთ ქალბატონი ცუდად შეიქმნა, საბედნიეროდ წყალი და რაღაც წამლები ქონდათ სხვა მგზავრებს და ყველაფერი კარგად დამთავრდა
მემანქანემ რამოდენიმეჯერ სცადა მატარებლის დაძვრა მაგრამ უშედეგოდ, როგორც ვხვდები ექსტრემალური მუხრუჭი ირთვებოდა ეგრევე და შემაგგენლობა უმალ ამუხრუჭებდა
შემდეგ ხამაღლა მოლაპარაკესმეშვეობით გამოგვიცხადა ,,ტექნიკური ხარვეზის გამო მალე გავაგრძელებთ მოძრაობასო"
და შემდეგ მანევრირების რეჟიმში (ესეც ჩემი მოსაზრებაა) შევედით ავლაბრის სადგურში
მატარებელი გაჩერდა და დაგვატოვებინეს გაგონები
დახუთული ვაგონის მერე საგგურზე მართლა შვება ვიგრძენით, ჩვენი ცარიელი მატარებელი კი ,,ღოღვა-ღოღვით" წავიდა 300 არაგველების მიმართულებით, სავარაუდოდ ჩიხში
შემდეგი მატარებელირომელიც ბაქანზე 1 წუთში შემოვიდა ხალხით გაივსო ეგრევე და ასე ,,ხალხით გაჭედილი'' შემადგენლობით მოვედით ვარკეთილის სადგურამდე.
90-იანი წლები გამახსენდა მაშინ პატარა ვიყავი და კვირაში 3-ჯერ მეტროთი დავდიოდი ცურვაზე