da_toჯადო აქვს მაგ ადგილს რა. შუქნიშანმა ხო არ უშველა და არ უშველა, ესტაკადაც არ შველის.
თუმცა ვიცი რაც იქნება მიზეზი, გადაკეტავდა პატრული ლაგუნასკენ წასასვლელს და გაუშვებდა ცირკისკენ.
დღეს სად მატარეს რო იცოდეთ:
ხოშარაულის ქუჩიდან (ელიავადან) მინდოდა გმირთა მოედანზე. ხოშარაულიდან ჩამოვედი სანაპიროზე, სანაპიროზე შუქნიშანი გამორთული იყო და ყველას უშვებდნენ მარჯვნივ დიღმისკენ.
იქ რესტორან ევროპასთან მოხვევა აუკრძალიათ, (თუმცა ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია მძღოლები მაინც უხვევდნენ), სამტრედიის ქუჩაზე საცობი იყო და მოვატრიალე ჯანდაცვის სამინისტროსთან, გვირაბის თავზე.
წამოვედი და უნდა ავუხვიო მუშტაიდთან - ნიხტ. პატრული დგას და მითხრა თავდაცვასთან მოაბრუნეო.
თავდაცვასთანაც -ნიხტ. პატრული დგას და მიშვებს წინ. მეთქი უკანა პატრულმა ასე მითხრა, რა არის სადამდე ვიაროთქო, ქორწინების სახლთანაც ეგრე იქნებამეთქო. არაო, შვილები დაიფიცა ქორწინების სახლთან არავინ იდგება, მეტი აღარ ვართო
ეს უკანასკნელი პირობა მართალი აღმოჩნდა. მოვაბრუნე ქორწინების სახლთან, გადმოვედი მარჯანიშვილის ხიდზე და მერე გასაგებია.
ნახევარი ქალაქი გამატარეს, როცა 2 კმ მქონდა გასავლელი.