#33846684 · 10 Nov 2012, 12:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტაიანშიკებს თეთრს არ ვაძლევ(ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა), ერთხელ MacDonald's-თან დავაყენე და რო გამოვდიოდი ორი ლარი მომთხოვა გამოვშტერდი, მეთქი მანქანას რამე რო მოუვიდეს პასუხს აგებ და გააკეთებ თქო ? თავხედების მეტი რა არის. ერთხელ საერთოდ გამაგიჟა ერთმა, ფალიაშვილზე გავაჩერე მანქანა და გადმოვიღე რაღაცები დავკეტე კარგი და მომადგა სტაიანშიკი, ძმა უკვე გვიანია და რო დაბრუნდები და წახვალ აქ აღარ ვიქნები ალბათო და ფული წინასწარ გადაიხადეო :| მაქ ვეღარ მოვითმინე ამომასხა, ასეთი თავხედობა რა უბედურებაა. თუმცა ხანდახან არის რომ მართლა მეხმარებიან, ადგილი არ არის და რაღაც ისეთ ადგილას გამაჩერებინებენ ხოლმე და მათ კი ვაძლევ, მაგრამ ამ თავხედებს არასდროს თეთრს არ ვაღირსებ !
|