თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო
დედაქალაქის მერიას საბოტაჟში ადანაშაულებს.
სამუშია დღეს ვახუშტის ხიდის მახლობლად, ქუთაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის საფარი მძიმე მდგომარეობაშია
და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.
მისი თქმით, მერიამ საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერები მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გამოაცხადა,
თუმცა პროექტი დღემდე არ დაწყებულა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მტკიცებით, მერია სამუშაოების დაწყებას ხელოვნურად აჯანჯლებს, რაც ნიშნავს,
რომ ჩვენ საქმე გვაქვს ან საბოტაჟთან ან რაიმე კორუფციულ სქემასთან. ჯაბა სამუშია მიმართავს მერის მოვალეობის
შემსრულებელ სევდია უგრეხელიძეს, სასწრაფოდ მოიწვიოს მთავრობის სხდომა და რაც შეიძლება სასწრაფოდ დაიწყოს
აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
მისი თქმით, არ შეიძლება თბილისი დაემსგავსოს ქალაქს, სადაც მანქანით გადაადგილება
არა კომფორტი, არამედ დიდი ტვირთი იქნება.
http://commersant.ge/?page=news&id=7140