ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად წარიმართება 7 მონაკვეთზე, ჯამში 140 კილომეტრზე.
დაიწყება აგარა ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა - სამშენებლო გზის სიგრძე შეადგენს 12 კილომეტრს. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება მშენებლობა;
დაიწყება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა - სამშენებლო გზის სიგრძე 30 კილომეტრია. სატენდერო პროცედურები დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს მომდევნო მონაკვეთის პროექტირება;
დაიწყება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა - სამუშაოების განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“. სამუშაოები დაიწყება პირველ და მესამე მონაკვეთებზე, ხოლო მეორე მონაკვეთზე დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და გადაგზავნილია დონორ ორგანიზაციასთან (აზიის განვითარების ბანკი). დონორის თანხმობის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი; პირველი და მესამე მონაკვეთების ბიუჯეტი 88,761,128.95 ლარია.
დასრულდება რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობა - 2014 წელს ბეტონის საფარი მოეწყობა 16 კილომეტრიან მონაკვეთზე. მოეწყობა 4 ხიდი, 2 ხიდი-ესტაკადა, 5 გზაგამტარი. პროექტის ღირებულება - 70,8 მილიონი ლარი;
დასრულდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა - 2013 წელს მოეწყო 6.2 ბეტონის საფარი. გზის მშენებლობა დასრულდება 2014 წელს. ჯამში აშენდება 3 ხიდი და 5 გზაგამტარი. სამშენებლო გზის სიგრძე 25,6 კილომეტრია, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 115 მილიონ ლარს შეადგენს.
გრძელდება ზესტაფონი-ქუთაისი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა - 2013 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოეწყო 6,2 კილომეტრი ბეტონის საფარი. მთლიანობაში სამშენებლო გზის სიგრძე შეადგენს 32.5 კილომეტრს. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდება, ხოლო ზესტაფონი-ქუთაისის გზის მშენებლობა - 2015 წელს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 245,5 მილიონი ლარი;
გრძელდება ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობა - სამშენებლო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. მთლიანობაში აშენდება 16 ხიდი და 2 გვირაბი. პროექტის ჯამური ღირებულება 209,8 მილიონი ლარია;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის სამოქმედო გეგმას აქვეყნებს