განსხვავებას ვერ ხედავ? ავტობანი რატომ კეთდებოდა ეგრე არ იცი?
იმიტომ რომ ერთი მიმართულებით ძველ გზას იყენებენ და აბა სხვანაირად როგორ უნდა ქნა. ჯერ აგებ ახალ პალასას, იმაზე გადაგყავს მოძრაობა, რათა ძველი გზა დაკეტო და მერე ძველ გზას მოდიფიცირებას უკეთებ.
და ქუთაისის და ქობულეთის გზები საერთოდ ცალკეა, რა უშლის ხელს ერთად რომ გაკეთებულიყო? მოძრაობის პრობლემა იქ არ ყოფილა.
რა შუაშია ჯერ ერთი და მერე მეორე.
ხო, რაღაც პონტში მართალი ხარ, ოღონდ ეს "მერე მეორე" შეიძლება 10 წლის მერე იყოს.
აგერ ბატონო ქობულეთის შემოვილითი გზა. რა ეტყობა ამას რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ზოლის მიმატება იგეგმება.
თუ ეს ავტობანის ცალი მხარეა დროებით გაკეთებული, რატომ აქვს სათადარიგო ზოლი ორივე მხარეს? სადმე გინახავთ ავტობანზე მარცხნივ ეგეთი ზოლი??
თუ ეს ავტობანის ცალი მხარეა, რატომ აქვს რკინის მოაჯირი შიდა მხარეს და არა ნიუ ჯერსის ტიპის ამრეკლი ბორდიური?
აღარაფერს ვამბობ გრუნტის სამუშაოებზე, რომელიც კარგად ჩანს სურათებში.


კიდე მე ვდემაგოგობ
მე სასიარულოდ სულაც არ მევასება ავტობანი, ნეტა ეგეთი გზა ყოფილიყო ქართლშიც და სულაც არ მაწუხებს ეგ საკითხი, რაც ამ გვერდზე განიხილება, მაგრამ ეს ჩემი კაპრიზია და არავის არ ვთხოვ იგივენაირად იფიქროს.
This post has been edited by Kublicha on 17 May 2014, 01:05