საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების მოვლა–შენახვისთვის თანამედროვე საგზაო ტექნიკა შეიძინა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპარტამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტექნიკა ხვალ, შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" გადაეცემა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 მილიონი ლარის ღირებულების 19 ერთეულ თანამედროვე ტიპის საგზაო ტექნიკას იმ კონტრაქტორ ორგანიზაციებზე გადაანაწილებს, რომლებსაც ზამთრის პერიოდში გზების მოვლა–შენახვა, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ევალებათ.
თანამედროვე, კომბინირებული თოვლგამწმენდი და მარილმომფრქვევი მანქანები, ავტოგრეიდერები და როტორები გზების მოვლა–შენახვას, როგორც ზამთრის, ასევე სხვა სეზონისთვისაც უზრუნველყოფს.
საგზაო ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ძირითადად, რიკოთისა და გომბორის უღელტეხილზე, საქართველოს სამხედრო გზაზე განთავსდება, სადაც რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების გამო ხშირია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა და შესაბამისი რეჟიმების დაწესება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მანქანა–მექანიზმებს შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" გადასცემს, რომელიც აღნიშნულ ტექნიკას ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ორგანიზაციებზე გადაანაწილებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-sheidzina.htmlსაინტერესოა, ამის ტენდერი არსად შემხვდერია და .....