კარგია, რომ ახალი გზები შენდება, მაგრამ მანამდე არსებული ძველი გზასაც ხომ უნდა მიხედვა? განსაკუთრებით იმერეთის მონაკვეთია მძიმე დღეში:
თითქმის მთელ გზაზე გზაზე დახაზვა გასაახლებელია, რადგან საღებავი გალეულია და მარტო დღისით მოჩანს. განსაკუთრებით მძიმე სამგზავროა ღამით, მით უმეტეს, თუ წვიმს. ხომ არსებობს საღებავის დატანის სტანდარტები - შუქამრეკლი მინარევი, გზის ზედაპირზე 6 მმ-იანი ფენა და ა.შ.?
ხაშურიდან ხევამდე რიკოთის მონაკვეთი და შემდეგ ხუნევის მონაკვეთი მთლიანად დაუხაზავია. რიკოთის აღმართის ორივე მხარეს 2 ამავალი და 1 ჩამომავალი ზოლი იყო ყოველთვის, ახლა კიდევ ზოლების არარსებობის გამო ვისაც როგორ უნდა, ისე ასწრებს დახურულ მოსახვევებში. ზუსტად იგივე ხდება შროშის აღმართში და ნატანების გადასახვევში.

.
რიკოთზე ორ ადგილას დაღმართი ძალიან დატალღულია. ძირულის დაღმართი როგორც იქნა, გადააგეს, მაგრამ დახაზვა რა თქმა უნდა, დაავიწყდათ

.
გზის მთელ სიგრძეზე კიდეები დამტვრეულია, და თუ მანქანის გადაყენებასა და გაჩერებას გადაწყვეტთ, შეიძლება კარგად დაიმტვრეთ.
სუფსა-გრიგოლეთის მონაკვეთი ახლახან დალატკეს, მაგრამ ისევ დამტვრევას იწყებს.
საერთოდ სადაც ზამთრის მერე ასფალტი დამტვრეული იყო, რაღაც საცოდავად დალატკეს - პატარ-პატარა ნაკუწებით, რომლებიც უკვე მტვრევას იწყებს.
გურიაში ყველა სარკინიგზო გადასასვლელზე გზა ლიანდაგების წინ დამტვრეულია, განსახუთრებით ჯაპანასა და ურეკში, და ძალიან ცუდი ასფალტი აგია. მატარებლის გავლის მერე ბევრი ცდილობს, აუწეველ შლაგბაუმს მარცხნიდან შემოუაროს. მანდ მარტივი რაღაც შეიძლება გაკეთდეს - საპირისპირო ზოლში ცალმხრივი ასაწევ-დასაწევი კბილები დადგეს და პრობლემაც მოგვარდება.
თუ ვინმე იტყვის, რომ ჩემი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება, თვითონ ჩაისეირნოს თბილისიდან ბათუმადე, ოღონდ ლენდ კრუიზერ 200-ით კი არა, არამედ ისეთი მანქანით, მოსახლების 90% რომ დადის, და თან სათვალეები მოიხსნას, სასურველია, ღამით თუ წავა.
This post has been edited by zazamos on 19 May 2013, 14:13
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
Infinitus est numerus stultorum.
“Once a year go some place you've never been before.” Dalai Lama