E-60 მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტი
სამტრედია-გრიგოლეთის კმ 0 - კმ 11.5 მონა,კვეთის მოდერნიზაცია (ლოტი I)
გარემოზე ზემოქმედების შეფასება
სექტემბერი 2013 სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი იწყება მშენებარე ქუთაისის ახალი
შემოსავლელი გზა - სამტრედის მონაკვეთიდან, მდინარე ოჩოპას ხიდიდან.
ტრასის საწყისად მიღებულია პკ 0+00. საპროექტო ტრასა კმ 1+500 – კმ 1+800
ფარგლებში კვეთს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის სავტომობილო გზას, მდ
ლოღობას, სამტრედია-ბათუმის და “ვისოლის” ბაზასთან მისასვლელ რკინიგზას 5
ორ დონეში. კმ 9+100-მდე ტრასა მიყვება მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, კმ
5+400-ზე კვეთს მდინარე ცხენისწყალს. კმ 9+000 - კმ 9+800 კვეთს მდინარეებს
რიონს და ხევისწყალს, და გადადის მდინარის მარცხენა მხარეს. საპროექტო
მონაკვეთი მთავრდება კმ 11+500-ზე.
საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 11.5 კმ-ს.
საპროექტო ტრასა მთლიანად განლაგებულია იმერეთის და სამეგრელოს
რეგიონების ტერიტორიაზე, კერძოდ საწყისი მონაკვეთი გადის სამტრედის
რაიონის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგი მონაკვეთი აბაშის რაიონის
ტერიტორიაზე
პროექტი ითვალისწინებს
ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას. პროექტირების დროს მიღებულია შემდეგი ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:
• საანგარიშო სიჩქარე _ 120 კმ/სთ
• ჰორიზონტალური მრუდის მინიმალური რადიუსი – 3000 მ;
• მაქსიმალური გრძივი ქანობი – 1.36 %;
• მინიმალური ამოზნექილი მრუდი – 30 000 მ;
• მინიმალური ჩაზნექილი მრუდი – 30 000 მ;
• სავალი ნაწილის განივი ქანობი – 2 %;
• სამოძრაო ზოლების რაოდენობა _ 4
• მიწის ვაკისის სიგანე – 28.5 მ;
• სავალი ნაწილის სიგანე – 2X7.5 მ;
• სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.75 მ.
• გამაგრებული გვერდულის სიგანე _ 3.0 მ;
• გამყოფი ზოლის სიგანე _ 4.0 მ
• გამაგრებული გვერდულის სიგანე გამყოფ ზოლთან _ 1.0 მ;
• გზისპირი _ 0.75 მ
www.georoad.ge This post has been edited by vasili77o on 1 Nov 2013, 10:41
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)