კომპანია Hi-Lite Global Corporation ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერში მონაწილეობს
კომპანია Hi-Lite Global Corporation დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების ჩადებით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს.
აღნიშნული განცხადება კომპანიის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ჯონ ჩიგბუმ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე გააკეთა.
ამერიკული კომპანია Hi-Lite Global Corporation პროექტებს გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში ახორციელებს. კომპანიას გააჩნია ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები მაგისტრალებისა და ასაფრენი ბილიკების მოვლა-პატრონობის, ასევე, საგზაო ნიშნების დამონტაჟებისა და გზების დახაზვის სფეროში.
„საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ინვესტირებისთვის. აქ ცხოვრობს კარგი ხალხი, გყავთ სტაბილური მთავრობა და გაქვთ სწრაფად მზარდი ეკონომიკა, რაც კარგად ეტყობა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ ჩიგბუმ.
შეხვედრაზე მინისტრმა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ტენდერებში მონაწილეობის პირობები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღება რუსთავი-თბილისის მაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის გზის და E-60 საერთაშორიო მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე გამახვილდა.
„ეს არის საკმაოდ გამოცდილი კომპანია, რომელსაც შეუძლია ამერიკის „ექსიმ ბანკიდან“ მოიზიდოს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია. უკვე შეინიშნება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების გამოცოცხლება და დღევანდელი შეხვედრაც სამომავლოდ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
http://news.ge/ge/news/story/45480-kompani...hi-monatsileobsვიცი არასწორად დავპოსტე მაგრამ მაინც იყოს
This post has been edited by zabzu on 10 Feb 2013, 15:37
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=550
http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839