თბილისში მალე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის "დირსის" მშენებლობა დაიწყება
პროექტს აზერბაიჯანული დეველოპერული კომპანია AS Group Investment ახორციელებს. კომპლექსი 16-დან 26 სართულამდე, 22 კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლისაგან შედგება. დაგეგმილია როგორც საცხოვრებელი, ასევე საზოგადოებრივ-საქმიანი და რეკრეაციული ზონების გაშენება. მშენებლობის საერთო ფართობი 705 000კვ.მ-ია.
საცხოვრებელი ტერიტორია 16-დან 26 სართულამდე 22 კეთილმოწყობილი სახლისგან შედგება. 1, 2 და 3-ოთახიანი ბინები (50 კვ.მ-დან 105 კვ.მ-მდე) დასრულებული რემონტით ბარდება.
ხედი თბილისის ისტორიულ მხარეს, მდინარე მტკვარსა და მთებზე გადის. მდინარე მტკვრის გასწვრივ გაშენდება 3 კმ-იანი ბულვარი. სპეციალურად კომპლექსში მისასვლელად დაიგება სრულიად ახალი გზა. აქვე დაგეგმილია ბავშვებისა და უფროსებისთვის გასართობი პარკის, ატრაქციონების, სასეირნო ბილიკების, შადრევნებიანი მოედნების, კაფე-რესტორნების, სავაჭრო და გასართობი ცენტრების, სერვისცენტრების, ორი სკოლისა და ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ყოველი კორპუსის ეზოში იქნება სპორტული მოედნები და აუზები. ასევე მიწისქვეშა ფარეხები და მიწისზედა ავტოსადგომები ყველა მოსახლისთვის და მათი სტუმრებისთვის. კორპუსებს მოემსახურება 24-საათიანი დაცვის სამსახური და ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემა, კონსიერჟი ყველა ბლოკში. ყველა საცხოვრებელ ბინაში იქნება სწრაფი ინტერნეტი, ტელეფონი და საკაბელო ტელევიზია. კორპუსებში ავტოსადგომიდან პირდაპირ საცხოვრებელ ბინამდე მაღალსიჩქარიანი, თანამედროვე ლიფტები დამონტაჟდება. რაც შეეხება ბინების კეთილმოწყობას – გათვალისწინებულია, თანამედროვე ორმაგი მინა-პარკეტები, ცენტრალური გათბობა, ხმაგაუმტარი, ჰიდრო და თბოიზოლაციის სისტემები, რომლებიც ინარჩუნებს სითბოს დიდი ხნის განმავლობაში. სახანძრო სისტემა, დიზელის გენერატორები და წყლის რეზერვუარები. კორპუსები სეისმურად ძლიერი, ტუნელური ყალიბითაა აშენებული.
ყველა ბინაში საჩუქრად იქნება ჩაშენებული სამზარეულო, მაცივარი, ელ.ქურა, ღუმელი, ჰაერის გამწოვი, რადიატორები, კონდინციონერი, სარეცხის მანქანა, აბაზანა სრული სანტექნიკით.
საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი" უნიკალური პროექტი გახდება, როგორც თბილისისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის. პროექტს აქვს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქალაქური ცხოვრების ყველა სტანდარტს.
პროექტ "დირსის" პრეზენტაცია "თბილისიმოლში", 16 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება
http://bpi.ge/index.php?option=com_content...6-36-05&lang=ka
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=550
http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839