2013-02-19 09:28:09
„ნიბა ინვესტი“ დელისზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის დაფინანსებას „ექსიმ ბანკისგან“ მიიღებს
პროექტს საპატიმროდან გათავისუფლებული ბიზნესმენი უბრუნდება
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
თბილისში ერთერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის „ნიბა დელისისთვის“ კომპანია „ნიბა ინვესტი“ დაფინანსებას ამერიკული „ექსიმ ბანკისგან“ მიიღებს. „ნიბა ინვესტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „ექსიმ ბანკისგან“ დაფინანსების გამოყოფის შესახებ თანხმობა უკვე არსებობს და ამ ეტაპზე მოლაპარაკება უცხოურ კომპანიასთან მიმდინარეობს, რომელიც პროექტის მართვას მოახდენს.
ბაკურ კიღურაძე ჯერჯერობით კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს „თურქმოლი“ არ არის. კიღურაძის თქმით, მარტის ბოლოს გარკვეული დეტალები ცნობილი იქნება. ამასთან, უკვე გადაწყვეტილია, რომ პროექტი ნაწილ–ნაწილ განხორციელდება: პირველ ეტაპზე სავაჭრო ცენტრი მოეწყობა და კოშკის დადგმა მეორე ეტაპზე მოხდება.
დელისის მეტროსთან ექსტრა–კლასის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2010 წელს ბაკურ კიღურაძის დაპატიმრების შემდეგ შეჩერდა, კიღურაძეს ახალმა მთავრობამ პოლიტ-პატიმრის სტატუსი მიანიჭა, რის შემდეგაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
***************************
2013-02-19 12:48:57
,,ხუალინგის’’ ხელმძღვანელი: არ ვუშვებთ, რომ მთავრობა „ოლიმპიური სოფლის“ პროექტს შეაჩერებს
ექსკლუზიური ინტერვიუ კორპორაცია ,,ხუალინგის’’ გენერალურ დირექტორ ვანგ შენგსინთან
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
– ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთხელ იყო საუბარი ,,ოლიმპიური სოფლის’’ მშენებარე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გადახედვასთან დაკავშირებით. რას გადაწყვეტთ თუ საქართველოს მთავრობა პროექტს შეაჩერებს?
– ხელშეკრულებით, რომელიც კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2012 წლის 30 მარტს გაფორმდა, კომპანიამ აიღო საინვესტიციო კაპიტალის 150 მილიონი დოლარის განხორციელების ვალდებულება.
ასევე კომპანია ვალდებულია ააშენოს არანაკლებ 50 000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის მქონე კორპუსები, რომელიც 2015 წლის ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში უსასყიდლოდ გადაეცემა ქართულ მხარეს 3 თვის ვადით. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს მინიმუმ 200 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, 100 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი და 50 000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ბინები. სახელმწიფოსთან ხელშეკრულება ყველა კანონის გათვალისწინებით გაფორმდა და კორპორაცია არ უშვებს, რომ მთავრობა პროექტს შეაჩერებს, რადგან მათგან არაერთხელ სმენია კორპორაციას პროექტის მხარდაჭერის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები.
- რატომ საუბრობენ ჩინელების მასობრივ ჩამოსახლების შესახებ? არის თუ არა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მათი მიგრაცია საქართველოში?
– გავრცელებული ხმები, რომლის მიხედვით საქართველოში 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმება, მოარული და არასწორი ინფორმაციაა. ხელშეკრულებამ ყველა ინსტანცია გაიარა და მას შემდეგ რაც პროექტმა პარლამენტისგან მხარდაჭერა მიიღო, ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა პრეზიდენტის მიერ.
- რა არის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ინტერესი და რა სარგებელი უნდა მიიღოს ამით საქართველომ?
– პირველ რიგში ჩვენი კომპანიისთვის საქართველო და საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმზიდველია და შესაბამისად პროექტიც მომგებიანია. კორპორაციის საქმიანობის ძირითადი სფერო მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელებაა და ,,ოლიმპიური სოფლის’’ პროექტიც დეველოპერული ხასიათისაა, რომელიც ითვალისწინებს როგორც უძრავი ქონების შექმნას და შემდგომ გაყიდვას, ასევე სავაჭრო ცენტრის აშენებას. ობიექტების ამოქმედება კი სარგებელს მოუტანს როგორც ინვესტორს ისე ქართულ მხარეს, რაც თავის მხრივ დიდი სიტყვა იქნება ქვეყნის ეკონომიკაში.
ოლიმპიური სოფელი რომ ავიღოთ, ეს პროექტი ქართული მხარისთვის მხოლოდ იმიტომაა საინტერესო, რომ ის ყველა მზა პროდუქტს დანახარჯების გარეშე მიიღებს. რაც შეეხება საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მშენებლობას, ის ქვეყნის ეკონომიკისთვის სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია.
- პროექტის მიხედვით, არის თუ არა კონკრეტული შედეგები? რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება?
– პირველ რიგში ჩვენი კომპანია ,,ოლიმპიური სოფლის’’ მშენებლობაზეა კონცენტრირებული. დაწყებულია მისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა. ოლიმპიური სოფლის მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მშენებლობაც. ,,ხუალინგი’’ ორიენტირებულია, 2015 წლისთვის ყველა ის ვალდებულება დაასრულოს, რაც ხელშეკრულებით დაგვეკისრა.
- რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო პროექტში?
– კომპანიას მთლიანად 420 ჰექტარი ფართობის გეგმარება გააჩნია. აქედან 10,8 ჰექტარს ოლიმპიური სოფელი მოიცავს. ხელშეკრულებით 2015 წლამდე 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება მთლიანად კომპლექსში განსახორციელებელ ინვესტიციის მოცულობას, 2015 წლის შემდეგ მან დაახლოებით მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.
- საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და პერსპექტივებს როგორ შეაფასებდით?
– საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის მიერ იქნა არჩეული, რაც მათთვის დიდი პლიუსია. მე მჯერა, რომ სამთავრობო პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნით ინვესტორებით დაინტერესებას გამოიწვევს. ჩვენი კომპანია ახალი მთავრობის პოლიტიკას და საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ,,ხუალინგის’’ ინვესტიციების რაოდენობა მომავალ წლებში კიდევ გაიზრდება.
* * *
ვაკანსია:
Real estate development company Rezid Ltd is pleased to announce a vacancy for the position of Project Manager of Glass Facade works.
All Jobs All Ads by this Client Printer Friendly Forward Link Share on Facebook
Ad title: Project Manager
Provided by: Rezid
Published: Feb 19 / Deadline: Feb 28
Real estate development company Rezid Ltd is pleased to announce a vacancy for the position of Project Manager of Glass Facade works.
Location: Tbilisi
General requirements:
** Master's degree
** Minimum 7 years work experience in construction business
** Good understanding of business planning process, finance, budgeting and project management
** Minimum 4 years work experience in managing of Glass Facade Engineering works
** Familiarity with modern glass facade systems, experience in work with Façade system suppliers' and metal Fabricators
** Collect and formalize all kind of resolving documentation
** Monitor glass Façade works on side
** Daily and monthly reporting
** Strong organizational and analytical skills, flexibility and ability to work in a rapidly changing environment
** Knowledge of Russian English and German languages
** Excellent knowledge of MS Outlook and MS Office Programs: Excel, Word, Project, Internet Explorer and PowerPoint
** Excellent work ethics, strong communication skills and a pleasant personality
** Excellent work ethics, strong people skills and a pleasant personality
** Age: 35-45
Work schedule: General administration hours from 10 a.m. to 7 p.m.
Evening work may sometimes be required.
To apply, please submit your CV, letter of motivation, and recommendations to: rezidtbilisi@yahoo.com no later than February 28, 2013. Please indicate the vacancy you are applying for in the subject line: "Project Manager of Glass Facade works", otherwise your CV will not be considered.
Only short listed candidates will be contacted.
http://www.jobs.ge/eng/54519/ * * *
********************
უკაცრავად და ამათ ში# ხომ არ აქვთ?
2013-02-19 18:10:19
იმელის შენობაში „დაბი ჯგუფი“ სასტუმროს მშენებლობას აღარ გეგმავს
გიორგი სეთურიძე: ინვესტორი პროექტის გადაყიდვას ცდილობს
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
„დაბი ჯგუფის“ ყოფილი კოორდინატორი საქართველოში ხმაურიან განცხადებას აკეთებს. გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ იმელის შენობაში „დაბი ჯგუფი“ სასტუმროს მშენებლობას აღარ გეგმავს და შენობის რეაბილიტაციის ვალდებულება ამ კომპანიას მოხსნილი აქვს.
სეთურიძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა ძალიან „ჩახლართული“ თემაა, რადგან ტერიტორია ორად გაიყო და „დაბი ჯგუფი“ სასტუმროს აშენებას მხოლოდ იმელის შენობის უკანა მხარეს ფიქრობს.
მისივე მტკიცებით, დღეს რეალურად ადგილზე არანაირი სამშენებლო პროცესები არ მიმდინარეობს, რადგან ინვესტორი პროექტის გადაყიდვას ცდილობს. სეთურიძის თქმითვე, თუ გამოძიება მათი განცხადების საფუძველზე პროცესს ბოლომდე მიიყვანს, გამოვლიდნება რომ „დაბი ჯგუფის“ მენეჯერი თაღლითია და სახელმწიფოს ინვესტორისთვის პროექტის ჩამორთმევის უფლება აქვს.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ „დაბი ჯგუფმა“ საინვესტიციო გეგმებზე „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა და დამატებითი ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით შეხვედრა საპარტნიორო ფონდთანაც გამართა.
This post has been edited by Daniel on 19 Feb 2013, 13:23