მეც მომწონს თანამედროვე შენობები და ბევრი გამიკეთებია კიდევაც

თუმცა ყველანაირი აზრი მისაღებია, არაა პრობლემა...
დიახ მართალია ოღონდ იტალიური არაფერია

ჩამოვთვლი რაც გამოვიყენე: 1. ლუვრის დეტალები 2. რუსთაველის თეატრის სახურავის დეტალები 3. ბუკინგემის სასახლის წინ მდგომი მემორიალის ნაწილები 4. თავად საქართველოს პრეზიდენტის სასახლე 5. აშშ -ს შტატ მინესოტას კაპიტოლიუმის შენობის ნაწილი 6. ინტერნეტში მოძიებული სხვადასხვა ბაროკოს დეკორის ელემენტები
სულ ესაა

ჩემ ქმნილებაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ალბათ ყველა ამ ღირშესანიშნავი ნაგებობების ავტორების შეურაცყოფა ხომ არ გამოდის, როდესაც თათრულს ვუწოდებთ ყველაფერ ამას?

ეს რაც მე გავაკეთე ხომ მხოლოდ ჰიბრიდია ყველა ულამაზესი შენობის... და რაც ნამდვილად ვიცი სიმახინჯე არაა არანაირად... ანუ თქვენი აზრით რუსთაველის თეატრი, ოპერა, რკინიგზელთა სასახლე, ეროვნული ბანკი ან თუნდაც ლუვრი, ვერსალი და სენატის კაპიტოლიუმი ეს ყველაფერი თათრულად გამოიყურება?!
პრეზიდენტის სასახლე მთლიანად, რომ თანამედროვეთ აეგოთ ხმას არ ამოვიღებდი, ვინაიდან იგი არ არის თანამედროვე ნაგებობა, არამედ არქიტექტურული თვალსაზრისით, იგი გათვლილია კლასიკური შენობების ელემენტებით, როგორიცაა კოლონები და კიდევ რამოდენიმე დეტალი მათ შორის გუმბათი... და ის მეტად გავს სასახლის პროვოკაციას ვიდრე სასახლეს...

ანუ რისი თქმა მინდოდა, როდესაც აშენებ ისეთ რამეს რაც კლასიკიდანაა გადმოტანილი ან სრულიად ისეთი უნდა გააკეთო ან არა, ვინაიდან ძალიან მშრალად გამოიყურება სასახლის ფონისათვის, რასაც ვერ ვიტყვით იგივე იუსტიციის სახლზე (მისი დანიშნულებისათვის, როგორც მომსახურების ოფისი საკმაოდ თანამედროვეა და ლამაზი ჩემი აზრით) ხოლო ის სხვა საკითხია ლანდშაფტს უხდება თუ არა...
იმედია სათქმელს მიმიხვდით, რომ მეც მომწონს თანამედროვე შენობები და ცათამბჯენები და არაორდინალური ნაგებობები!