2013-03-25 11:31:30
თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი იხსნება
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი „გრატო სითი სენთერი იხსნება“. კომპლექსი საბურთალოზე მდებარე „გუდვილის“ ჰიპერმარკეტის წინ 2010 წლის მეორე ნახევარში უნდა გახსნილიყო, სადაც მაღაზიები, ბარები და გასართობი ცენტრები განთავსდებოდა.
როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრატოს“ ხელმძღვანელი აცხადებს, პროექტის განხორციელება 2008 წლის კრიზისის გამო გადაიდო. თუმცა, სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობს და ცენტრი მაისში გაიხსნება. ვაკო ტოგონიძის თქმით, კომპლექსში მილიონნახევარი ქართული ინვესტიცია ჩაიდო და მასში ძირითადად ტანსაცმლის და ტექნიკის ბრენდები განთავსდება.
მისი თქმით, ,,გუდვილი’’ და ახლომდებარე ,,შოპინგ აქსისი’’ მათი პირდაპირი კონკურენტი არ იქნება, რადგან მომხმარებელს განსხვავებულ ბრენდებს შესთავაზებს. სავაჭრო კომლექსი ძირითადად საშუალოშემოსავლიან მომხმარებელზე იქნება გათვლილი.
-
აქვე East Point Shopping Mall a.k.a. ისთ შოპინგ მოლში, გუდვილის ჰიპერმარკეტი განთავსდება 8,500 კვადრატულ მეტრზე