Kublichaაარა

ეგეც მედო აქ (ან ჩემ ფბ-ზე) არ მხსოვს ზუსტად

პოკერ რუმი გაიხსნა

უბრალოდ იჯარით აიღეს

მანდ ჯერ კიდევ მუშაობენ კემპინსკზე
* * *
აჰათ თქვენ მუზეუმი მაგთისგან
ტაგ:
ტემპერასაპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, მისამართზე: გუდიაშვილის ქ.#18 /რუსთაველის გამზ.#7. (ნაკვეთი
024/012). შპს „მაგთი“.
საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 5160.00 კვ.მ.
თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შპს „მაგთი“-ს განზრახული აქვს ააშენოს მრავალფუნქციური კომპლექსი, რაც მოიცავს: მუზეუმს, საგამოფენო დარბაზს, სასტუმროს, რესტორანს, ფიტნესს და საცურაო აუზს. ხოლო მიწის ქვეშა სამ დონეზე დაგეგმილია საზოგადოებრივი დანიშნულების ავტოსადგომი 150 ავტომანქანაზე.
მუზეუმი განთავსდება რუსთაველის გამზირზე და ჯორჯაძის ქუჩის ნაწილის გასწვრივ. ავტოსადგომი განთავსდება მიწისქვეშა სამ დონეზე და მასში შასასვლელი იქნება ჯორჯაძის ქუჩის მხრიდან. ხოლო შენობის მიწისზედა ნაწილი წარმოადგენს 5 სართულიან სამუზეუმო-საგამოფენო შენობას. მის პირველ სართულზე დაგეგმილია საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, მაღაზიები. მეორე სართულზე - საოფისე ფართი, მუზეუმის ადმინისტრაციის განსათავსებლად. ხოლო დანარჩენი 3 სართული განკუთვნილია სამუზეუმოდ.
ჯორჯაძის და გუდიაშვილის ქუჩების გასწვრივ დაგეგმილია სასტუმროს აშენება. სასტუმროს გააჩნია შიდა გადაუხურავი, ღია ბაღი; მიწისქვეშა ავტოსადგომი და სასტუმროსთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტი.
ჯორჯაძის ქუჩის გასწვრივ დაგეგმილია კომპლექსის იმ ნაწილის მოწყობა, სადაც განთავსდება მიწისქვეშა ავტოსადგომი, სარესტორანო კომპლექსი, ფიტნესი და საცურაო აუზი. ამ შენობას ექნება შიდა კავშირი მუზეუმის შენობასთან და შესაბამისად ექნება გასასვლელი რუსთაველის გამზირზე.
კონსტრუქციულად მთელი კომპლექსი იქნება შესრულებული რკინა-ბეტონში, სპეციალური ლითონის სვეტების გამოყენებით და გაანგარიშებულ იქნება სეისმომედეგობის 9 ბალზე.
კომპლექსის მოცულობა და მხატვრული იერსახე დაპროექტდა იმის გათვალისწინებით, რომ მასში ასახული იყოს დღევანდელი ეპოქის მხატვრულ- არქიტექტურული სახე, მაგრამ არ მოხდეს მისი ამოვარდნა ისტორიული განაშენიანების ზოგადი არქიტექტურული კონტექსტიდან, რაც სრულ შესაბამისობაშია და ეფუძნება ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევას და ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა-რეკომენდაციებს.
პროექტირება და მშენებლობა განხორციელდება ქართველი და გერმანელი სპეციალისტების მიერ.
მშენებლობის ზედამხედველობასა და ხარისხის კონტროლს განახორციელებს გერმანული კომპანია.
ქურდიანების პროექტია




This post has been edited by Daniel on 18 Apr 2013, 03:09