თბილისის „რიქსოსის“ სასტუმროს პროექტი აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი იქნება
2013-05-30 07:46:03
პროექტის საბოლოო ვარიანტი შეთანხმებულია
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
„რიქსოსის“ თბილისური სასტუმროს პროექტის საბოლოო ვარიანტი რიქოსის მენეჯმენტთან უკვე შეთანხმებულია.
საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი პროფესიული განხილვები პროექტთან დაკავშირებით აპრილში დასრულდა და შეთანხმება კომპანია „სითი ემსა“ და საერთაშორისო ლაქშერი სასტუმროების ქსელ „რიქსოსს“ შორის გაფორმდა.
პროექტის მმართველი კომპანიის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს მშენებლობის პროცესში ტენდერის საფუძველზე ერთი ქართული და ერთი საერთაშორისო კომპანია ჩაერთვება. სითი ემის ხელმძღვანელის განმარტებით, „რიქსოსი თბილისის“ პროფილი თავდაპირველად სასტუმრო და სასტუმრო აპარტამენტები უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოში ტურიზმის და მისი განვითარების პერსპექტივების გამო კომპანიის პარტნიორებმა გადაწყვიტეს მოსინჯონ მხოლოდ სასტუმროს ვარიანტიც, რომელიც შესაძლოა 200–ნომრიანი იყოს. მისივე თქმით, ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება კიდევ ერთი ბუტიკ–ოტელის გახსნა რიქსოსის სახელის ქვეშ. იციკ მოშეს განცხადებით, რიქსოსის მოთხოვნები ძალიან მაღალია. რიქსოსის მენეჯერის განცხადებით კი საქართველოს რიქოსის პროექტი აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი იქნება. რადგან მას უნიკალური არქიტექტურული დატვირთვა ექნება.
ცნობისთვის: რიქსოსის სასტუმროს პროექტში 15 მილიონზე მეტი ჩაიდება და მშენებლობის პროცესი 2014 წელს დასრულდება, მისი გახსნა კი 2015 წელსაა დაგეგმილი.
http://commersant.ge/?page=news&id=795----------
„ინტერკონტინენტალის“ თბილისური სასტუმროს ბედი კვლავ გაურკვეველია
2013-05-30 04:20:13
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პირობებში განსახორციელებელი პროექტის, „ინტერკონტინენტალის“ თბილისური სასტუმროს ბედი გაურკვეველი რჩება.
პროექტის განმახორციელებელ “ჯორჯიან ფროფერთისში“ რადიო „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ სიახლეები არ არის და არავინ იცის როდის განახლდება სამუშაოები.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებები არც ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან აქვთ. „ჯორჯიან ფროფერთისში“ ამბობენ, რომ პროექტი ძალაშია, თუმცა, უახლოეს თვეებში მისი განახლება არ მოხდება. „ინტერკონტინენტალის“ თბილისურ სასტუმროზე ინფორმაცია არც თავად „ინტერკონტინენტალის“ ოფიციალურ გვერდზე იძებნება. ბრენდული სასტუმრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში უნდა აშენებულიყო. პროექტი, რომელშიც 40–45 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმებოდა, აგვისტოს ომის და ფინანსური კრიზისის გამო რამდენიმე წელია შეჩერებულია.
This post has been edited by Daniel on 30 May 2013, 16:47