#57702620 · 27 Mar 2021, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფუნიკულიორი 116 წლის გახდა - სამთო-საბაგირო რკინიგზა, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე, თბილისში.
კლასიკური ქანქარისებრი მოძრაობის სამთო ბაგირული ერთლიანდაგიანი რკინიგზა შუალედური გვერდასაქცევი სადგურით. გზა მოძრაობაიში მოჰყავს ზედა სადგურში განთავსებულ ძრავს.
ქანქარისებრი მოძრაობა (როდესაც ერთი ვაგონი ზემოთ ადის, მეორე ჩამოდის, მოძრაობაში მოდიან საერთო გამწევი ბაგირით)
ფუნიკულიორის რეკონსტრუქცია განხორციელდა 2012 წელს ავსტრიულ-შვეიცარიული Doppelmayr & Garaventa-ს გუნდის მიერ. ახალი ვაგონების ტევადობა არის 60 ადამიანი. ვაგონების მწარმოებელი: შვეიცარიული CWA. საერთო მონაცემები: სიგრძე - 491 მეტრია. ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ. ქვედა სადგურისა 460 მ. სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ. ლიანდაგის სიგანე: 1 მ. სადგურების რაოდენობა: 3 სიჩქარე: 3 მ/წმ წარმადობა: 375 ადამიანი ერთ საათში
ტექნიკური მონაცემები 1972 წლიდან 2012 წლამდე: გამწევი ბაგირის დიამეტრი: 33.5 მმ. ძრავი: 77 კვტ. (400 ბრუნი/წთ, 550 ვ. ბრაუნ-ბოვერი) ვაგონის ტევადობა: 40+1 სიჩქარე: 1,4 მ/წმ წარმადობა: 350 ადამიანი ერთ საათში
ისტორია 1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა. ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის. ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს.
ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი).
მეორე 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, (არქ. გიგა ბათიაშვილი) შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.
2000 წლის 21 ივნისს მომხდარი ავარიიდან გარკვეული პერიოდის მერე იყო მცდელობა ფუნიკულიორის აღდგენისა, საბჭოთა 70 წლების ვაგონები დაუშნოვეს ვითმ "ახალი დიზაინით", ქვედა მოდერნისტული სადგური დაანგრიეს და უშნო ლურჯი ფორმის არკა დადგეს, რომელიც გახეთქილ გრამაფონს ჰგავდა. ფუნიკულიორის გაშვება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ 12 წლიანი პაუზის შემდეგ ფუნიკულიორს მესამე რეონსტრუქცია ჩაუტარდა 2012 წელს.
|