გასაგებია რომ ეროვნული ავიაკომპანიაა საჭირო და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწოს ამას. ეს ყველაფერი არის მხოლოდ კეთილი სურვილები და მეტი არაფერი.
მაგრამ, იმაზე თუ დავფიქრებულვართ, რომ თავისუფალ ბაზარზე მომხმარებელი (ქართველი მომხმარებლები) ნებაყოფლობით ირჩევენ თუნდაც თურქეთის ავიახაზებს, თუნდაც ლუფტჰანსას, ვიდრე აირზენას?
რატომ?
მე თვითOნ ვარ საქართველოს მოქალაქე და ბოლო წლებია დავფრინავ სხვადასხვა ქვეყნებში საქმეებზე. ჩემი რჩეული კომპანიაა თურქეთის ავიახაზები; ასევე, მიფრენია ლუფტჰანზათი და შვეიცარიის ავიახაზებით.
არასდროს არ მიფრენია აირზენათი. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მომსახურება არ უვარგათ ყველაფერს რომ თავი გავანებო.
მოგზაურთა კლუბში თემაა გახსნილი აღნიშნული კომპანიის ირგვლივ.
აირზენა და ნაციონალური ავიახაზებიდავუშვათ, რომ სახელმწიფომ იმდენი "იღვაწა" რომ განდევნა ჩვენი ბაზრიდან თურქეთის ავიახაზები, ასევე სხვა კომპანიები (თეორიულად დავუშვათ), გამოვა რა? აირზენა შეძლებს კინკილა 2 თუ 3 თვითმფრინავით მოემსახუროს საქართველოს ბაზარს? თან მომსახურებაც რომ არ უვარგათ?
მაშინ აქვს გამართლება ეროვნულ ავიაკომპანიის ჩამოყალიბებას და პრიორიტეტის მიცემას, თუკი გეგმა არსებობს ამ კომპანიის განვითარებისთვის.
კარგი მაგალითია საემიროები. ყავთ "ემირატები" ასევე, "ეტიჰადი" (ორივე საშუალო და მაღალ ბიუჯეტიან მომხმარებელზე გათვლილი) ასევე, არის "ფლაი დუბაი" ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, რომელიც დაბალ ბიუჯეტიან მომხმარებელზეა გათვლილი. ანუ, შეავსეს სეგმენტები.
რომ გადავხედოთ ინვესტიციას რაც გაკეთდა ამ ავიაკომპანიების ასამუშავებლად, მრავალი მილიარდი დოლარის ოდენობისაა ეს ინვესტიცია.
თუკი მართლა გვინდა ძლიერი ავიაკომპანიის ჩამოყალიბება, ძალიან დიდი რესურსები უნდა იყოს გამოყოფილი (პირველ რიგში კარგი ფლოტი, შემდეგ ძალიან კარგი მომსახურება) . ავიაცია არის რთული სფერო. ბიძიანა ივანიშვილივით მდიდარი ადამიანი (რომელსაც არ დაენანება საწყის ეტაპზე, მრავალი ასეული მილიონი დოლარი ინვესტიციისთვის) სჭირდება ამ სფეროს რომ ქართული მძლავრი კომპანია ჩამოყალიბდეს.
ან, სახელმწიფომ უნდა ვალად აიღოს დიდი ფული რომ ავიაკომპანია ჩამოაყალიბოს (შესაბამისად, აირზენა ჩაიძირება) და დაიწყოს ოპერირება ბაზარზე.
ესეც მე მგონი არ არის პრიორიტეტული ჯერ-ჯერობით საქართველოში, და არა მგონია მთავრობას ქონდეს გეგმა ეროვნული ავიაკომპანიის ჩამოყალიბების შესახებ.
აირზენა "ვერ ქაჩავს" და მე ვფიქრობ, ახლანდელი მართვის პირობებში, კარგა ხანი იქნება ჭაობში.
ახალი ძალაა საჭირო.
This post has been edited by მაჰათმა განდი on 4 Jun 2014, 14:00