http://commersant.ge/?menuid=113&id=15809&lang=1ხელისუფლებამ ქართულ ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტომ მიიღო. სააგენტოს მიერ მიღებული ბრძანებით, მომავალი წლის მაისამდე კანონით დადგენილ რეგისტრაციას ვერ გაივლისვერცერთი ახალი ავიაკომპანია, შეჩერებულია სარეგისტრაციო განცხადების მიღებაც.
რატომ მიიღო ავიაციის სააგენტომ გადაწყვეტილება, რა არგუმენტაცია აქვთ უწყების ხელმძღვანელ პირებს და რას ფიქრობს ცვლილებაზე ეკონომიკის სამინისტრო?
ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად სახელმწიფოს ინტერესებს ასახელებს, დამატებით განმარტებებს კი არ აკეთებს და აცხადებს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც „საჯაროდ არ ითქმება".
„ეს ყველაფერი სახელმწიფოს ინტერესებშია და დამატებით ახსნას არ საჭიროებს. ასეიყო საჭირო და გამოვეცი ეს ბრძანება. მე არ ვარ პატარა ბავშვი, რომ რაღაც ბრძანებაგამოვეცი და არ ვიცი ის ბრძანება რატომაა საჭირო",- აცხადებს გურამ ჯალაღონია.
ახალ ბრძანებას უკვე შეეწირა ერთი მალაიზური ინვესტიცია. ქართულ ავიაბაზარზე ვერ შემოვიდა ,,სქაი ჯორჯიას''დამფუძნებლის გიორგი კოდუას პარტნიორი.
როგორც კოდუა აცხადებს, მიღებული გადაწყვეტილების უკან შესაძლოა რომელიმე კერძო ავიაკომპანიის ინტერესები იკვეთებოდეს. ბიზნესმენი იმ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურდაღებას, რომელიც, შესაძლოა, ბრძანების მიღების შემდეგ დღის წესრიგში დადგეს.
„შეიძლება ითქვას, რომ ავიაკომპანია, რომელიც უკვე მუშაობს, გამოდისმონოპოლისტი. ის კომპანიები, რომლებიც დღეს მუშაობენ უფრო კარგი პირობებში იქნებიან ჩაყენებულები, მათ შეუძლიათ ტარიფებიც ასწიონ, როცა ბაზარზე ახალიკომპანიები აღარ იქნება",- აცხადებს გიორგი კოდუა.
ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც ავიაციის სააგენტო ექვემდებარება, ახალ ბრძანებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც ეკონომიკის მინისტრისმოადგილე ნათია მიქელაძე აცხადებს, ბრძანების მიღების მიზეზი ისაა, რომ დაიწყოუსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად გაცემული ავიასერთიფიკატებისშესწავლა, რის გამოც ახალი განცხადების განსახილველად სააგენტოს რესურსი არრჩება.
ნათია მიქელაძის განმარტებით, შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანს. მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ შემოწმების პროცესი ვადაზე ადრე დასრულდება. ქართული ავიაბაზრით დაინტერესების შემთხვევებში კი ეკონომიკის სამინისტრომ, შესაძლოა, ინვესტორებს განსხვავებული პირობები შესთავაზოს.
ქართულ ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა იმ ფონზე აიკრძალა, როდესაც ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იზრდება. 28 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს ავიაკომპანია "Air Aarabia" დაიწყებს. მომავალი წლიდან ფრენებს იწყებს გაერთიანებული საემიროების ნაციონალური ავიახაზები, „Etihad airways"-ი. პირველი რეისი 2015 წლის 2 ოქტომბერს შესრულდება. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებით ირანული კერძო ავიაკომპანია „Mahan Air"-იც დაინტერესდა. კომპანიას თანამშრომლობა სომხეთთან უკვე დაიწყებული აქვს, უახლოეს პერიოდში კი ის ქართულ ბაზარზე შემოსვლასაც აპირებდა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, "ბიზნესკურიერში" გავრცელებულ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, დაიწყო ქართული ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი 11 ავიაკომპანიის რესერტიფიცირება.
ამის მიზეზი კი "ერთიანი საჰაერო ცის შეთანხმებაა", რომელიც სამოქალაქო ავიაციის დარგში ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია და რომელიც ითვალიწინებს ევრორეგულაციების და სხვადასხვა დირექტივების დანერგვას, ასევე ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მოყვანას ევროსტანდარტებთან.
ამ მიზნით, არსებული ადგილობრივი ექსპლუატანტების რესერტიფიცირების პროცესის დასრულებამდე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა ახლადდაფუძნებული ქართული ავიაკომპანიებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებისთვის განაცხადების მიღება.
მოქმედი ქართული ავიაკომპანიების რესერტიფიცირების პროცესის დასრულებისთანავე, რომელიც მიმდინარეობს დადგენილი გეგმის თანახმად და რომელშიც ჩართულია ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებიც, სააგენტო სრულად აღადგენს ახალი განაცხადების მიღების პროცესს, რაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე.
სამინისტროს განცხადებითვე, ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მიმართულებით განსახორციელებელი ფრენების ნებართვების მიღებასთან (როგორც უცხოური, ასევე ქართული ავიაკომპანიების მიერ), ვინაიდან საერთაშორისო მიმოსვლა რეგულირდება ორმხრივი და მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით.