„აირზენამ“ საქართველოს საპატრიარქოს დახმარებით "აეროფლოტი" "დაამარცხა" 09:26 04.12.2014
-+
საქართველო „ღია ცას“ დახურავს – ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა „კომერსანტი“ სტატიას, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების ლიბერალიზაციის მცდელობა ჩაიშალა.
„ნაციონალური ავიაგადამზიდავის Georgian Airways –ის ინტერესების დასაცავად, რომელიც მარტო უწევს კონკურენციას უმსხვილეს რუსულ ავიაკომპანიებს, საქართველომ უარი უთხრა „ტრანსაეროს“ თბილისში რეგულარული ფრენების დაწყებაზე, ხოლო „აეროფლოტისა“ და „სიბირის“ სიხშირეები კვირაში 14–დან 10–მდე შეამცირა,“ – წერს გამოცემა.
სწორედ ეს იყო მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში „აირზენას“ (იგივე Georgian Airways) გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი კომპანიის მიერ მოსკოვში ფრენების შეჩერებასა და ქართული ბაზრის დატოვებასაც კი არ გამორიცხავდა. ზაუტაშვილი ამტკიცებდა, რომ 14 სიხშირის შენარჩუნება „აეროფლოტის“ მოთხოვნა იყო, რისი შედეგიც რუსული კომპანიების მიერ ქართული საავიაციო ბაზრის დაკავება იქნებოდა.
რუსული გამოცემის ინფორმაციით, „ტრანსაეროს,“ რომელმაც უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი–თბილისის მიმართულებაზე, მგზავრების მხოლოდ ჩარტერული რეისებით გადაყვანის უფლება მიეცემა.
„აეროფლოტსა“ და „სიბირს“ სიხშირეები 8 დეკემბრიდან შეუმცირდება.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „აირზენას“ „კატეგორიული მოთხოვნის“ შედეგად მიიღო
როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების დასრულებამდე „აეროფლოტს" მიეცა დროებითი ნებართვა ყოველდღიურ ფრენებზე 1 თვის ვადით, 25 ნოემბრამდე. 25 ნოემბერს კი ეს ვადა 8 დეკემბრამდე გაგრძელდა.
საქართველოს უმსხვილესმა გადამზიდავმა Georgian Airways–მა „აეროფლოტი“ თბილისი–მოსკოვის რეისებზე დემპინგში დაადანაშაულა და მარეგულირებლის ჩარევა მოითხოვა.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, „აეროფლოტის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ „აირზენას“ მოსკოვის მიმართულებაზე მგზავრების რაოდენობა 60–70 %–ით შეუმცირდა.
რუსული „კომერსანტის“ თბილისური წყაროს ინფორმაციით, პრობლემის ქართული კომპანიის სასარგებლოდ გადაჭრაში „სადეპუტატო წრეებში არსებული ყველა შესაძლებელი კავშირი და საპატრიარქოც კი“ იქნა ჩართული.
„აეროფლოტში“ რუსულ „კომერსანტს“ დაუდასტურეს საქართველოდან ტელეგრამის მიღების ფაქტი, რომელიც მათ სიხშირეების შემცირებას ავალდებულებს. „სიბირსა“ და „როსავიაციაში“ კომენტარს არ აკეთებენ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის და შესაბამისი წინადადებით საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას მიმართავენ.
http://commersant.ge/?menuid=87&id=17866&lang=1უმათხოვრესი ავიაკომპანია, მიუხედავად იმისა რო ქართული ავიაკომპანიაა და მისი წარმატება უნდა გვიხაროდეს, რაც მალე გაკოტრდება მთლად უკეთესი
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги